logo_geo
საკონსტიტუციო სასამართლოში ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამა ინერგება
- +

19 თებერვალი. 2020. 12:04

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოში ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამა ინერგება. პორტალი სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობს და მისი მიზანი მხარეებისთვის სასამართლოსთან კომუნიკაციის გამარტივებაა.

 

პროგრამის ამოქმედების შემდეგ მხარეებს სამართლებრივი პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება მყარი დოკუმენტების გამოყენების გარეშე - ელექტრონულად შეეძლებათ.

 

პროგრამა ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში მომზადდა. პორტალის პრეზენტაცია ამ წუთებში იმართება. ღონისძიებას საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლების მოსამართლები, კონსტიტუციონალიატები ესწრებიან.

 

big_banner
არქივი