logo_geo
მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენლებმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები მოინახულეს
- +

19 თებერვალი. 2020. 12:21

 

მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში ჩავიდა. ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფი ხურვალეთში არსებულ ვითარებას გაეცნო და სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლისგან მიიღო ინფორმაცია იმ პრობლემებზე, რაც ადგილობრივებს ოკუპაციის შედეგად შეექმნა. ის ასევე ესაუბრა დათა ვანიშვილს რომლის საცხოვრებელი სახლიც 2010-დან ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. ვიზიტის ბოლოს მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა რომ მხარეებმა კონფლიქტი მშვიდობიანად მოლაპარაკებების გზით უნდა მოაგვარონ.

 

მალაიზიის დელეგაცია საქართველოში 17 თებერვალს ჩამოვიდა. დელეგაციის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. დელეგაცია ქვეყანას დღეს, მცხეთასა და თბილისში ღირსშესანიშნაობების გაცნობის შემდეგ დატოვებს.

 

big_banner
არქივი