logo_geo
საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 1 წელიწადში 1.4%-ით შემცირდა
- +

19 თებერვალი. 2020. 12:21

 

 

საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 1 წელში 1.4%-ით შემცირდა.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%-ით პუნქტით შემცირდა და 10.9 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის IV კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 61.7 % შეადგინა. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7%-ით შემციდრდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.8%-ით.

 

2019 წლის IV კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50%-ს შეადგენდა, რაც 1.3%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

 

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2019 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 2.5%-ით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 0.1%-ით შემცირდა.

 

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში უფრო მეტი ქალია დასაქმებული, ვიდრე - კაცი. 2019 წლის IV კვარტალის მონაცემებით, კაცებში უმუშევრობის დონე 2.4%-ით აღემატება ქალებში უმუშევრობის მაჩვენებელს.

 

big_banner
არქივი