logo_geo
აწყურში ძაღლი იარაღით მოკლეს
- +

19 თებერვალი. 2020. 17:17

 

ახალციხეში, სოფელ აწყურში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ცხოველმა საკუთარი შინაური ცხოველი მოკლული იპოვა.

 

ძაღლის მეპატრონემ მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინა. ცხოველი ცეცხლსასროლი იარაღით, დამიზნებით არის მოკლული.

 

ორი თვის ლეკვი მოვიყვანეთ და შვიდი წელი ვზრდიდი. ოჯახის წევრივით გვყავდა სახლში. მეუღლე წკნელების მოსაჭრელად გავიდა და ძაღლიც გაჰყვა. უკან რომ აღარ დაბრუნდა, ძებნა დავიწყეთ და სახლიდან 300-400 მეტრში მკვდარი ვნახეთ. თოვლი ჰქონდა მიყრილი, რომ დაემალათ. პირდაპირ თავში, ახლოდან და დამიზნებით აქვს ნასროლი“, - აცხადებს მარინა გაჩეჩილაძე.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრონ ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

big_banner
არქივი