logo_geo
1600-მდე ბავშვი ონკო-ჰემატოლოგიური პაციენტია
- +

19 თებერვალი. 2020. 21:53

 

 

2018-2019 წლებში მხოლოდ იაშვილის კლინიკაში ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებით 1600-მდე ბავშვი აღირიცხა.

 

მოზარდებში სიმსივნური დაავადებების საგანგაშო სტატისტიკაზე საუბარია სახალხო დამცველის ანგარიშშიც:

 

„საკმაოდ მძიმეა ონკოპაციენტების მდგომარეობა. ბოლო 5 წელიწადში მოზარდებში კიბოს დიაგნოზების რაოდენობა 6-ჯერ გაიზარდა, ხოლო საერთო სიკვდილიანობის 14% მოდის ამ დაავადებებზე. სამწუხაროდ, არ არსებობს ერთიანი სახელმწიფო პროგრამა და პაციენტებს გართულებულად, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში მიუწვდებათ ხელი საკმაოდ ძვირადღირებულ მკურნალობის კურსსა და მედიკამენტებზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

 

2015 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ მონაცემთა მოპოვების მეთოდოლოგია შეცვალა. შეიქმნა ე.წ. კიბოს რეესტრი, რის შემდეგაც ყველა სამედიცინო დაწესებულება, სადაც ონკოლოგიური დიაგნოზი ისმება, ვალდებულია თითოეული შემთხვევა კიბოს რეესტრში დააფიქსიროს. ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი მონაცემები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პროგნოზირებულ მონაცემებს მიუახლოვდა.

 

 

big_banner
არქივი