logo_geo
ჯუჯა ცხენმა, სახელად ფრედი, პირველი კლასის ავიარეისით იფრინა
- +

20 თებერვალი. 2020. 01:05

 

 

„ჯუჯა ცხენმა პირველი კლასის ავიარეისით იფრინა. ფრედი სპეციალურად მისმა მასწავლებელმა რონია ფროესემ გაწვრთნა იმისთვის, რომ ცხენი თვითმფრინავის ბორტზე გაჩერებულიყო. ისინი მიჩიგანიდან მიფრინავდნენ. ფრედი სუპერგმირის კოსტუმში იყო გამოწყობილი და საგზაო ჩანთა სხეულზე ჰქონდა მიმაგრებული,“ - ინფორმაციას ამის შესახებ SkyNews ავრცელებს.

 

ცხენი და მისი პატრონი გრანდ რაპიდიდან ტეხასისკენ გაფრინდნენ, საიდანაც ისინი ჩარტერული რეისით კალიფორნიაში გაემგზავრნენ. სხვა ადამიანებიც ცდილობდნენ, რომ ბორტზე ფარშევანგი ან ზაზუნა აეყვანათ, თუმცა მათ რონიას მსგავსად არ გაუმართლათ. რონია ფროესემ აღნიშნა, რომ პერსონალი ძალიან ბედნიერი იყო ფრედის ბორტზე დანახვით. მისივე თქმით, ფრედმა პირველი კლასით მგზავრობა დაიმსახურა.

 

ფეისბუქ პოსტში ფროსეამ მადლობა გადაუხადა პილოტებსა და ეკიპაჟის ყველა წევრს დახმარებისა და ყურადღებისთვის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფრედს საკუთარი ფეისბუქ გვერდი აქვს. ფრენის დროს ფრედს ყველა სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ მან შეძლო და დაამტკიცა რომ ისინი ცდებოდნენ. ცხენმა მგზავრებისთვის ფრენა გასართობ მოგზაურობად გადააქცია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი