logo_geo
მარიკო სადრაძე: კახი კალაძე ყოველდღიურად კითხულობდა ბავშვის ამბავს
- +

20 თებერვალი. 2020. 01:10

 

 

ანიტას მშობლები "სხვა ნანუკას შოუში" მივიდნენ, სადაც მშობლებმა პირველი სატელევიზო კომენტარი გააკეთეს.

 

 

ანიტას დედამ მარიკო სადრაძემ  თბილისის მერს, კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა გვერდში დგომისთვის. მისი თქმით, მერმა მისი ბიუჯეტიდან თანხა ისე გაიღო, კალკულაცია ჯერ არ იყო შედგენილი.

 

 

„მადლობა მინდა გადავუხადო ყველას. არ მეგულება ქართველი ადამიანი ვინც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი არ გააკეთა ჩვენთვის. გვედით გვედგა სახელმწიფო. ვგრძნობდი, რომ ჩემს უკან ჩემი ქვეყანა იყო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ და პრემიერის აპარატმა კარგად იმუშავეს. მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერიას და კახი კალაძეს, რომელიმცა ჯერ კიდევ კალკულაცია არ გვქონდა, როდესაც თავისი ბიუჯეტიდან გაიღო თანხა. ეს იყო ყველაზე დიდი ჩარიცხვა, რაც ჩვენს ანგარიშებზე მომხდარა. კახი კალაძის მხრიდან ყოველდღიურად იყო მოკითხვა ბავშვის ამბის. მადლობა საპატრიარქოს და იმ ადამიანებს, რომლებიც ლოცულობდნენ ჩვენთვის. ანიტას გარშემო შემოიკრიბა სასწაულებრივად ზღვარ გადასული კეთილი ადამიანების არმია. ეს იყო უპრეცედენტო სიკეთის და თანადგომის მაგალითი. თქვენ მაძლევთ ძალას, რომ დღეს ფეხზე ვდგავარ და ვსაუბრობ,“  - განაცხადა მარიკო სადრაძემ.

 

 

big_banner
არქივი