logo_geo
თბილისი ევროპულ ქალაქებს შორის IFD-ის რენტაბელობის მიხედვით პირველ ადგილზეა
- +

21 თებერვალი. 2020. 12:54

 

„მომავალი მთავარი ევროპული ქალაქები და რეგიონები პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის 2020- 2021 წლებში“, - ამ სახელწოდებით რეიტინგი გაზეთ „The Financial Times“-ის სპეციალურმა რესურსმა fDi Intelligence გამოაქვეყნა, სადაც თბილისი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რენტაბელობის (Cost Effectiveness) მიხედვით, ევროპის წამყვან ქალაქებს შორის პირველ ადგილზე დასახელდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

ქალაქები შეარჩიეს ისეთი კატეგორიების მიხედვით, როგორიცაა: ქონების რეგისტრაციის საფასური, მოგების გადასახადი, მშენებლობის ნებართვა, სამრეწველო ხარჯები და სხვა.

 

აღნიშნული რეიტინგი 2003 წლიდან მზადდება, მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულად და მოიცავს ევროპული ქალაქების ანალიზს ბიზნესის კეთების, საინვესტიციო კლიმატის განვითარებისა და ცხოვრების დონის მიხედვით.

 

ანგარიშში გაანალიზებულია ევროპული ქალაქების შესაძლებლობები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, ასევე, გამოვლენილია გამარჯვებულები სხვადასხვა ისეთი კატეგორიის მიხედვით როგორიცაა: მომავალი ევროპული ქალაქების TOP 25, ქალაქების ათეული ადამიანური კაპიტალისა და ცხოვრების დონის, ბიზნესისადმი მეგობრული გარემოს, ეკონომიკური პოტენციალისა და კავშირების მიხედვით.  

 

კვლევის ფარგლებში მონაცემები 505 ლოკაციიდან შეგროვდა (მათ შორის: 319 ქალაქი, 148 რეგიონი და 38 სპეციალური ზონა LEP), 100-მდე სხვადასხვა ინდიკატორის გათვალისწინებთ (მათ შორის: მშპ, უცხოური ინვესტიციების მოცულობა, დანახარჯები განათლებაზე, საშუალო ხელფასი, გადასახადების მოცულობა, ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაცია, პროფილური რეიტინგები და სხვა).

 

 

 

big_banner
არქივი