logo_geo
მეკობრეებმა ქართველი მეზღვაურები გაიტაცეს
- +

21 თებერვალი. 2020. 13:18

 

ნიგერიელმა მეკობრეებმა ლიბიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი გაიტაცეს.  

 

გემზე სულ 24 ადამიანი იმყოფებოდა. ათი მათგანი გაიტაცეს. გატაცებულ 10 ადამიანს შორის 4 საქართველოს მოქალაქეა. გატაცებულთა შორის არიან ფილიპინებისა და უკრაინის მოქალაქეებიც.

 

ტანკერზე შეიარაღებული თავდასხმა აფრიკაში, ქალაქ ლაგოსთან ახლოს მოხდა. როგორც უცხოურ მედიაში წერენ, იყო სროლა. ორი თავდამსხმელის იდენტიფიცირება კი ტანკერზე, კაპიტანმა შეძლო.

 

გატაცებულების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მათი ვინაობის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ოფიციალური უწყებები ამ დრომდე არ ავრცელებენ.

 

„4 არის საქართველოს მოქალაქე. მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გამჟღავნების საშუალება არ გვაქვს სწორედ ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე,

 

ვმუშაობთ როგორც დროშის სახელმწიფოსთან, ასევე გემთმფლობელთან და გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ჩვენს დიპლომატიურ სამსახურებთან, ისინიც აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი.

 

დეტალებზე საუბრისა და ინფორმაციის გამჟღავნებისგან თავს იკავებენ გატაცებული მეზღვაურების ოჯახის წევრებიც.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი