logo_geo
ცოტნეს გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უმჯობესდება.
- +

21 თებერვალი. 2020. 17:57

 

 

ცოტნეს მდგომარეობა, მართალია, ნელი ტემპით, მაგრამ დღითი დღე უმჯობესდება. დიდი ხანია დაძლია ყველანაირი ინფექცია“, - ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას მეუღლე  ანა ჯაბაური აცხადებს.

მისი თქმით, ცოტნე გამსახურდია მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნილია და ექიმები მის ჯანმრთელობის მდგომარეობას დადებითად აფასებენ:

 

მოკლედ მოგახსენებთ მისი ჯანმრთელობის ამჟამინდელი რეალური მდგომარეობის შესახებ. გაგახარებთ და გეტყვით, რომ ცოტნეს მდგომარეობა, მართალია, ნელი ტემპით, მაგრამ დღითი დღე უმჯობესდება. დიდი ხანია დაძლია ყველანაირი ინფექცია. ტემპერატურა და ჰემოდინამიკური მაჩვენებლებიც ნორმის ფარგლებში აქვს. ჯერჯერობით არავერბალურად, მაგრამ მაინც კონტაქტურია. ესმის კარგად და ასევე კარგად ასრულებს მარტივ მოქმედებებს, ცდილობს ემოციების გამოხატვას. მართვითი სუნთქვიდანაც დიდი ხანია მოხსნილია. მართალია, წინ კიდევ ბევრი ბრძოლა გველის, მაგრამ პროგრესი იმდენად თვალსაჩინოა, რომ ყველა ექიმი მხოლოდ პოზიტიური პროგნოზისადმი არის განწყობილი. ორი დღის წინ ჩაუტარდა განმეორებითი მრტ (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია), რომელზეც აღინიშნა დადებითი დინამიკა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ცოტნეს უტარდება სწორი მკურნალობა და ყველა საჭირო პროცედურა რამდენიმე ექიმისა და ექთნის მეთვალყურეობის ქვეშ. დიდი ხანია დაწყებული აქვს სარეაბილიტაციო თერაპიაც. აღარაფერს ვამბობ ზედმიწევნით დაცულ ჰიგიენის ნორმებზეასე რომ, იმედით შევყურებთ მომავლს”, – აცხადებს ანა ჯაბაური.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია დღემდე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.

 

 

big_banner
არქივი