logo_geo
საკუთარ დაბადების დღეზე, ცეკვის დროს გარდაცვლილი გოგოს უეცარი სიკვდილის მიზეზი ცნობილია
- +

22 თებერვალი. 2020. 00:18

 

 

მოსკოვში, მამის რესტორანში, საკუთარ დაბადების დღეზე ცეკვისას გარდაცვლილ 20 წლის ანა ენგიბარიანს სამტრედიაში დღეს დაკრძალავენ.

 

გოგონას უეცარი გარდაცვალების მიზეზი „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება. ოჯახის ახლობლების ცნობით, ანას ანევრიზმა გაუსკდა.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, გოგონა რამდენიმე თვის წინ ცუდად გამხდარა, თუმცა მაშინ ჩატარებულმა გამოკვლევამ ანევრიზმა არ დააფიქსირა.

 

„ენგიბარიანების ოჯახი დაახლოებით 15 წელია მოსკოვში ცხოვრობენ. მშობლიურ სამტრედიაში ხშირად ჩამოდიოდნენ. ანას მამას, გარიკა ენგიბარიანს მოსკოვში რესტორანი აქვს. ანას დაბადების დღე სწორედ თავის რესტორანში გადაუხადა, როგორც აღმოჩნდა - უკანანსკნელად. ყველა მეგობარი და ახლობელი მოიწვიეს... ჯანმრთელი და ნიჭიერი გოგონა იყო, ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტი. როგორც გავიგე, რამდენიმე თვის წინ გამხდარა ცუდად, მაგრამ გამოკვლევამ არაფერი აჩვენა. თორემ არაფერს დააკლებდნენ, ნებისმიერ ქვეყანაში გაუშვებდნენ სამკურნალოდ. თურმე ანევრიზმა ჰქონია და როგორც ითქვა, გაუსკდა“ - ამბობს ოჯახის ახლობელი.

 

ტრაგედიის დღეს, 14 თებერვალს ანა 20 წლის გახდა. „20 წელიც შემომეპარა“ - წერდა გოგონა „ფეისბუქზე“. წინა დღეს, 13 თებერვალს ანას უმცროსი ძმის, გიორგის დაბადების დღე ყოფილა. გარდაცვლილს კიდევ ჰყავს უფროსი ძმა, ვალერი.

 

„ჩემო ცხოვრებავ, დაბადების დღეს გილოცავ. ჩემი ანგელოზი ხარ. ერთმანეთს ძალიან ვგავართ. ჩემგან ყველაფერი მავნებლური გაქვს აღებული. იცოდე, ჩემი სიამაყე ხარ, ჩვენი სიამაყე...“ – დის მილოცვა 6 წლის გიოსთვის გამომშვიდობება აღმოჩნდა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი