logo_geo
სოზარ სუბარი: სიამოვნებით შევხედავ, როგორ ირბენს გიგა ბოკერია იმ ოლქში, სადაც ნინო ბურჯანაძე დააყენებს კანდიდატს
- +

22 თებერვალი. 2020. 14:51

 

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმების საკითხი „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არ აინტერესებს. მისივე თქმით, ეს ოპოზიციის გადასაწყვეტია.

 

მოლაპარაკებები და საერთო მაჟორიტარული კანდიდატები ორი სხვადასხვა რამეა. საერთო მაჟორიტარების საკითხი მე საერთოდ არ მაინტერესებს. ეს არის ოპოზიციის გადასაწყვეტი. ისე, მე დიდი სიამოვნებით შევხედავ და დავტკბები იმით, როგორ ირბენს, მაგალითად, გიგა ბოკერია იმ ოლქში, სადაც ნინო ბურჯანაძე დააყენებს კანდიდატს და რა სიტყვებით მოუწოდებს ხალხს, რომ ხმა მისცენ ნინო ბურჯანაძის კანდიდატს. ძალიან მაინტერესებს, რამდენ ხმას აიღებენ ასეთი კანდიდატები ამა თუ იმ ოლქში, და რამდენპროცენტიან ბარიერს გადალახავენ ისეთი გამოჩენილი ლიდერები, როგორებიც ძმები ბერძენიშვილები და სხვები არიან“, - განაცხადა სუბარმა.

 

21 თებერვალს ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მხოლოდ დიპლომატებს შეხვდებიან და მათი მეშვეობით გაიგებენ, რას აპირებს ხელისუფლება. თავად ოპოზიციას კვლავ სამი პირობა აქვს: მეტი პროპორციულობა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო კოდექსში რამდენიმე ცვლილების შეტანა. შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ ოპოზიციური პარტიები მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებს დააყენებენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი