logo_geo
თეა წულუკიანი: ბატონი გიორგი, ალბათ, გულისხმობდა, რომ დაველოდოთ გაზაფხულს, აყვავდება ია
- +

24 თებერვალი. 2020. 12:27

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო სიის მიხედვით სად იქნება, ჯერ არ იცის.

 

„დღეს მედიასივრცე არის ორიენტირებული ყველაფერ იმაზე, რაც არ არის სიმართლე, რამდენიმე მედიასაშუალებას ბოდიშს ვუხდი, მათ ეს არ ეხება. მე არ ვიცი, ეს არის სიმართლე. არ ვიცი, გაინტერესებთ თუ არა სიმართლე, ვიქნები თუ არა სიაში, სად ვიქნები, სამინისტროში, სახლში, თუ სად ვიქნები, არ ვიცი, ეს არის სიმართლე“ ,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

მანვე, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

 

„მე მგონია, ბატონი გიორგი, ალბათ, გაზაფხულს დაველოდოთო, რომ ბრძანა, გულისხმობდა იმას, რომ დაველოდოთ გაზაფხულს, აყვავდება ია“,- განაცხადა წულუკიანმა.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა გაზაფხულზე სამთავრობო ცვლილებები, უპასუხა, „დაელოდეთ გაზაფხულს, მალე მოვა“.

 

 

big_banner
არქივი