logo_geo
ცხინვალში „ქართული წარმოების“ მედიკამენტებთან „ბრძოლა“ გრძელდება
- +

24 თებერვალი. 2020. 13:54

 

 

ცხინვალში, აფთიაქებიდან ქართული წარმოების მედიკამენტების ამოღება გრძელდება.

 

როგორც ცხინველის ე.წ. შსს-ში განაცხადეს, ამოღებულია სამედიცინო პრეპარატები, რომლებიც უკანონო რეალიზაციისთვის იყო განკუთვნილი. ცხინვალის მკვიდრის, 44 წლის მეწარმე ქალის წინააღმდეგ, ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის აღიძრა ე.წ. საქმე.

 

ანალოგიური ღონისძიება 17 თებერვალს ჩატარდა. „ეკონომიკურ დანაშაულებთან ბრძოლის“ ფარგლებში, აფთიაქებს ქართული წარმოების მედიკამენტები ჩამოართვეს.

 

ამოღებულ იქნა „ვოლტარენი“, „ფლუქოლდ ნ“, „კრესტორი“, გემორალი“, „კოლხური“, „ტოლარინ პლუსი“ და სხვა მედიკამენტები.

 

სააფთიაქო დაწესებულებების შემოწმება დე-ფაქტო მთავრობის დადგენილების შესაბამისად ტარდება, რომელიც „ქართული წარმოების მედიკამენტების რეალიზაციის ჩახშობას ისახავს მიზნად“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი