logo_geo
რამდენიმე რჩევა მგზავრობის დროს კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- +

24 თებერვალი. 2020. 16:24

 

უნდა გავაუქმო თუ არა დაგეგმილი მგზავრობა?

არა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად, ამ ეტაპზე, სხვადასხვა ქვეყანაში მგზავრობის გაუქმების აუცილებლობა არ დგას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, არ არის აუცილებელი სამოგზაურო გეგმების შეცვლა. მთავარია, მგზავრობისას  ჰიგიენის ნორმები დაიცვათ.

 

როგორ დავიბანო ხელები?

ხელები მინიმუმ 30 წამის განმავლობაში და აუცილებლად საპნით უნდა დაიბანოთ. უფრო ზუსტად კი, 20 წამის განმავლობაში წაისვით საპონი, 10 წამი კი საპნის წყლით ჩამობანას დაუთმეთ. არ დაგავიწყდეთ, კარგად გამოისუფთაოთ ფრჩხილები.

 

ხელების სისუფთავის შესანარჩუნებლად, კარგი საშუალებაა ეთანოლის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებები. მათ შორის საუკეთესოა ისეთი საშუალებები, რომლებიც 70% ეთანოლს შეიცავს.

 

არ მიიტანოთ ხელები სახესთან: პირთან, ცხვირთან, თვალებთან.

 

მოასუფთავეთ ის გარემო, სადაც ზიხართ.

 

თან ატარეთ ანტისეპტიკური, სველი ხელსახოცები. გაწმინდეთ სკამის სახელურები, მაგიდა.

 

დისტანცია ადამიანებს შორის

 

მინიმუმ სამი ნაბიჯი. განსაკუთრებით კი მათთან, ვინც აცემინებს, ახველებს.

 

რამდენად ეფექტურია მგზავრობისას პირბადე?

 

პირველ რიგში, პირბადე უნდა გაიკეთონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ვირუსი ან ვირუსის ნიშნები აქვთ. ამით ისინი ადამიანებს ინფიცირებისაგან იცავენ.

 

ხოლო იმ ადამიანებისათვის, რომლებიც არ არიან ავად, პირბადის გამოყენება არ არის სავალდებულო.

 

თუმცა, ცხადია, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ გაიკეთოთ პირბადე. მეტი ეფექტურობისთვის, პირბადე სწორად უნდა გაიკეთოთ.

 

ის სრულად ცხვირს და პირს სრულად უნდა ფარავდეს.

 პირბადე უნდა იცვალოთ ხშირად, მინიმუმ ორ საათში ერთხელ.

 

როგორ დავიცვა თავი თვითმფრინავში?

 

ვირუსი ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით. ეს ნიშნავს, რომ ვირუსი შეიძლება ინფიცირებულთან მხოლოდ ახლო კონტაქტის შედეგად გადაგედოთ.

 

ვირუსი გარკვეული პერიოდის განმავლობაში საგნების ზედაპირზე რჩება, ამიტომ საუკეთესო საშუალება ვირუსისგან თავის დასაცავად, პირველ რიგში, ხელების სისუფთავისა და გარშემო საგნების სისუფთავის შენარჩუნებაა.

 

გასათვალისწინებელია, რომ თვითმფრინავის კაბინაში ჰაერის სისტემატური ცირკულირება ხდება, დამონტაჟებულია სპეციალური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კაბინის მუდმივ ვენტილაციას. მგზავრებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან ერთ სივრცეში სუნთქვით, ვირუსი არ გადაგედებათ.

 

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი