logo_geo
ივანე მაჭავარიანი: მომდევნო ორი წლის განმავლობაში თამბაქოზე აქციზი არ გაიზრდება
- +

24 თებერვალი. 2020. 16:41

 

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში თამბაქოზე აქციზი არ გაიზრდება.

 

„ჩვენ გვქონდა ასოცირების ხელშეკრულებით ვალდებულება, დაბეგვრის კუთხით გავთანაბრებულიყავით ევროკავშირის განაკვეთებს. ამის პირველი დედლაიანი  2022 წელი იყო.

 

იმის გათვალისწინებით, რომ არც სოციალური მდგომარეობა უწყობს ხელს და ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც განაკვეთებს არ ზრდიან ისეთივე ტემპით, როგორც ჩვენ, ამის გამო მოლაპარაკებები გვქონდა და 2026 წლამდე გადაიწია ვადამ.

 

დარწმუნებული ვარ, ამ ვადას კიდევ გადავწევთ.

 

ევროკავშირის განაკვეთი საკმაოდ დიდი ტვირთი იქნება.

 

ჩვენ ბიზნესსექტორთან გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია. მათ გავაცანით ორი წლის გეგმა, სადაც აღვუთქვით, რომ აქციზის ზრდა არ მოხდება. 2022 წლის ბოლოსაც გავაცნობთ კიდევ ორწლიან გეგმას.

 

რაც შეეხება იმას, 2026 წელს გათანაბრდება თუ არა ევროკავშირის მოთხოვნებთან, მგონია, რომ გვაქვს სივრცე, ამ ვადამ კიდევ გადაიწიოს“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

ცნობისთვის, მანამდე მედიაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ 1 კოლოფი სიგარეტის ფასი შესაძლოა 15 ლარამდე გაიზარდოს.

 

 

big_banner
არქივი