logo_geo
გიორგი ვოლსკი: ბურთის გადაგდება მოედანზე და ქვის გადაგდება ბოსტანში არ არის თემა, რაც საზოგადოებას სჭირდება
- +

24 თებერვალი. 2020. 17:37

 

 

„ბურთის გადაგდება მოედანზე და ქვის გადაგდება ბოსტანში არ არის თემა, თემაა ის, რაც საზოგადოებას სტაბილურობის შენარჩუნებისთვის სჭირდება, ოპოზიციას უნდა ესმოდეს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგი აუცილებელია“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ქვეყნის შიგნით და გარეთ უამრავი გამოწვევაა.

 

„მოედანზე ბურთის გადაგდება თუ ბოსტანში ქვის, ეს არ არის თემა. თემაა ის, რა სჭირდება საზოგადოებას სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. ქვეყნის შიგნით და გარეთ უამრავი გამოწვევაა. გამორიცხულია, ოპოზიციას არ ესმოდეს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომა არ იყოს აუცილებელი იმისთვის, რომ მაგიდასთან პოზიციების შეთანხმებაზე დავიწყოთ საუბარი და არა შორიდან შეძახილებით. როცა ვსაუბრობთ, რომ 100/50 საარჩევნო მოდელზე, ეს არ არის „ქართული ოცნების“ ინტერესი. ეს ინტერესია საზოგადოების და ქვეყნის, რათა გამარჯვებულმა პარტიამ მთავრობის ჩამოყალიბება შეძლოს და ქვეყანა სტრესში არ ჩააგდოს, საითკენაც ის საზოგადოება მიისწრაფვის, რომელმაც თავს გაერთიანებული ოპოზიცია უწოდა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

big_banner
არქივი