logo_geo
ზურა ჭიჭიკოშვილი: ნიკუშა აპარატზეა შეერთებული, სიცოცხლისთვის იბრძვის
- +

24 თებერვალი. 2020. 19:44

 

 

10 წლის ნიკოლოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად ძალიან რთულია. მას დაბადებიდან თირკმელების პრობლემა აქვს და დღემდე გადანერგილი თირკმელით ცხოვრობს, თუმცა, ბოლო 2 დღეა მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ნიკუშას ინსულტი განუვითარდა. პატარა ბიჭუნა ინგოროყვას კლინიკაში სიცოცხლისთვის იბრძვის.

 

ნიკუშა მამა ზურა ჭიჭიკოშვილის ამბობს, რომ ბავშვი აპარატზეა შეერთებული.

 

"2 დღის წინ ნიკუშას ინსულტი დაემართა და თავის ქალა აქვს ახდილი. თირკმლის პრობლები ჰქონდა, მაგრამ ახლა იმდენად რთული სიტუაცია გვაქვს, რომ ეს უკვე მეორე ხარისხოვანია. სიცოცხლისთვის იბრძვის. როგორც ცნობილია, ადამიანს რომელიც დიალეზზეა, დიდი შანსია რომ განუვითარდეს ინსულტი. ნიკუშას შემთხვევაშიც, ინსულტი სავარაუდოდ, დიალეზმა გამოიწვია. გათიშულია, აპარატზეა შეერთებული" - ამბობს ზურაბ ჭიჭიკოშვილი.

 

 

big_banner
არქივი