logo_geo
საბჭოთა ოკუპაციიდან 99 წელი გავიდა
- +

25 თებერვალი. 2020. 12:22

 

 

საბჭოთა ოკუპაციიდან 99 წელი გავიდა.

 

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დროშები დაუშვეს.

 

1921 წლის 25 თებერვალს თბილისში წითელი არმია შემოიჭრა, მანამდე კი, იყო ბრძოლა კოჯორსა და ტაბახმელასთან.

 

12 თებერვალს საქართველოში შემოსულ რუსულ ჯარებს წინააღმდეგობა ქართულმა ჯარმა, სახალხო გვარდიამ და მოხალისეებმა გაუწიეს. იუნკრებმა თავდაპირველად მტრის მოგერიება შეძლეს, თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად, დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა.

 

მათ შეძლეს, რამდენიმე დღით შეეჩერებინათ თბილისის დაცემა.

 

ამის შემდეგ წითელმა არმიამ დედაქალაქი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რასაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია მოჰყვა.

 

 

big_banner
არქივი