logo_geo
მარკო მიჰკელსონი: ევროკავშირისა და NATO-ს გაფართოებისადმი გარკვეული „დაღლილობა“ არსებობს
- +

25 თებერვალი. 2020. 12:30

 

„უნდა ეცადოთ, იპოვოთ მოკავშირეები, მეგობრები და იფიქროთ იმაზეც, რომ ევროკავშირისა და NATO-ს გაფართოებისადმი გარკვეული „დაღლილობა“ არსებობს“, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მარკო მიჰკელსონმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს მხრიდან დასავლეთის ყურადღების მოსაპოვებლად ბრძოლაა საჭირო, რომელიც ქვეყნის მთავრობის წევრებისა და პარლამენტარების მუდმივ ძალისხმევაზე, იმ დიპლომატებზეა დამოკიდებული, ვინც საქართველოს შეხედულებებს წარმოადგენს.

 

„ესტონეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი კონტაქტები კარგად მიდის და არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვინაა ხელისუფლებაში თბილისსა თუ ტალინში. მაგრამ მაინც, ხანდახან ვგრძნობთ „დაღლილობის“ განწყობას ისეთი ქვეყნებისგან, როგორიცაა ნიდერლანდები, საფრანგეთი ან რამდენიმე სხვა ქვეყანა. უნდა ეცადოთ, იპოვოთ მოკავშირეები, მეგობრები და ასევე, იფიქროთ იმ ფაქტზე, რომ ევროკავშირისა და NATO-ს გაფართოებისადმი ეს „დაღლილობა“, „უხალისობა“ არსებობს. ამას გარდა, ხანდახან იმის ტაქტიკაც უნდა შეცვალოთ, თუ როგორ უნდა მიუდგეთ ამ ქვეყნებს“, - განაცხადა მიჰკელსონმა.

 

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს სამომავლო, წარმატებული ინტეგრაცია, როგორც NATO-ში, ისე ევროკავშირში, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად მიდის შიდა საქმეები.

 

„ასევე, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერია დემოკრატიული ინსტიტუტები, მიმდინარეობს თუ არა დემოკრატიული, პლურალისტური დებატები ქვეყანაში, საზოგადოების ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. ეს უნდა გაითვალისწინოთ, რადგან არსებით როლს თამაშობს იმ კუთხით, თუ რამდენად დიდია ევროკავშირისა და NATO-ს გარკვეული წევრი ქვეყნების „დაღლილობა“, საქართველოში არსებული სიტუაციის ანალიზიდან გამომდინარე, რა ტენდენციები უფრო იკვეთება თუნდაც, ნიუსებში. სწორედ აქ უნდა იყოთ ძალიან ფრთხილები“, - აღნიშნა მიჰკელსონმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი