logo_geo
ახალგაზრდას, რომელიც უსახლკარო ძაღლებისთვის სახლებს ამზადებს, მანქანა აჩუქეს
- +

25 თებერვალი. 2020. 16:24

 

ზაქარია დოლიძეს, რომელიც უსახლკარო ძაღლებისთვის სახლებს ამზადებს და სხვადასხვა რაიონში უსასყიდლოდ არიგებს, „Alutech Georgia“-მ და „Inn Group“-მა ავტომობილი აჩუქეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ანა მარშანია ავრცელებს და ფაქტის ამსახველ ფოტოებსაც ურთავს.

 

„დღის ფოტო - ზაქარია დოლიძეს, რომელიც უსახლკარო ძაღლებისთვის სახლებს ამზადებს და ნათხოვარი მანქანებით სხვადასხვა რაიონში უსასყიდლოდ არიგებდა, „Alutech Georgia“-მ და „Inn Group“-მა ავტომობილი აჩუქეს“, - წერს ანა მარშანია.

 

ცნობისთვის - ზაქარია დოლიძე, რომელმაც უკვე უამრავ ძაღლს აჩუქა თავშესაფარი, უსახლკარო ძაღლების გამოკვებაზეც ზრუნავს.  

 

 

 

 

 

big_banner
არქივი