logo_geo
მსოფლიოს უმდიდრესი ბიზნესმენი 20-დოლარიანი „სამსუნგიდან“ „აიფონ 11“-ზე გადავიდა
- +

26 თებერვალი. 2020. 00:53

 

 

მსოფლიოს უმდიდრესი ბიზნესმენი უორენ ბაფეტი 20-დოლარიანი „სამსუნგიდან“ „აიფონ 11“-ზე გადავიდა.

 

89 წლის მილიარდერი, რომელიც, სხვათა შორის, კომპანია Apple-ის 5,7% აქციების მფლობელია, წლების განმავლობაში Samsung SCH-U320 მოდელის ტელეფონს არ შორდებოდა, რომლის ფასი 20 დოლარს შეადგენს.

 

თუმცა, როგორც თავად CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როგორც იქნა დანებდა და „აიფონ 11“-ზე გადავიდა. მისი თქმით, „აიფონის“ რამდენიმე ტელეფონი აჩუქეს, მათ შორის Apple-ის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმაც აჩუქა. უორენ ბაფეტმა აღნიშნა, რომ „აიფონს“ მხოლოდ ზარების განხორციელებისთვის იყენებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი