logo_geo
„მის გამო სკოლას გავაცდენდი“ - მალალა იუსაფზაი გრეტა თუნბერგთან შეხვედრაზე
- +

26 თებერვალი. 2020. 15:51

 

შვედი კლიმატის აქტივისტი, გრეტა თუნბერგი მალალა იუსაფზაის ოქსფორდის უნივერსიტეტში შეხვდა, სადაც მშვიდობის დარგში ნობელის ლაურეატი ამჟამად სწავლობს.

 

შეხვედრის ამსახველი ფოტო მალალა იუსაფზაიმ თავის ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა:

 

„ერთადერთი მეგობარი, რომლის გამოც სკოლას გავაცდენდი“.

 

17 წლის გრეტა თუნბერგი ამჟამად დიდ ბრიტანეთში იმყოფება, რათა მომავალ პარასკევს დაგეგმილ სკოლის მოსწავლეების გაფიცვას შეუერთდეს ქალაქ ბრისტოლში.

 

აღსანიშნავია, რომ ორივე ცნობილმა სახემ ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში მოახერხა მსოფლიო ყურადღების მიქცევა: გრეტამ კლიმატის ცვლილების პრობლემაზე, მალალამ კი ქალებისთვის განათლების მიღების შეზღუდვის გაპროტესტებით.

 

ამ ფაქტთან დაკავშირებით ფოტო გამოაქვეყნა გრეტა თუნბერგმაც „ტვიტერის“ გვერდზე:

 

„დღეს ჩემთვის მისაბაძ ადამიანს შევხვდი... მეტი რა უნდა ვთქვა“.

 

2014 წელს 17 წლის მალალა იუსაფზაის ქალების განათლების უფლებისთვის გამოჩენილი ბრძოლისთვის ნობელის პრემია გადაეცა მშვიდობის დარგში და ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი გახდა, ვისაც ეს ჯილდო მიუღია.

 

გრეტა თუნბერგმა 2018 წელს შვედეთში სკოლის გაცდენა დაიწყო, რათა კლიმატის ცვლილების მოსალოდნელი შედეგებით საზოგადოების დაინტერესება გამოეწვია და გლობალური უმოქმედობა გაეპროტესტებინა. საბოლოოდ, მან მასშტაბურ მსოფლიო გაფიცვებს ჩაუყარა საფუძველი, რის გამოც წელს ნობელის პრემიაზეა ნომინირებული მშვიდობის დარგში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი