logo_geo
შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებისთვის პირები 100 ლარით დაჯარიმდებიან
- +

26 თებერვალი. 2020. 16:51

 

ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებაზე ჯარიმა ორმაგდება. შესაბამისი ცვლილებები „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორები დეპუტატები გოგა გულორდავა და სულხან მახათაძე არიან. კანონპროექტის თანახმად, კანონდამრღვევი პირები არსებულის ორმაგი ოდენობის ჯარიმით – 100 ლარით დაისჯებიან.

 

ამასთან, კანონპროექტით, 1მ3-მდე მოცულობის ფეკალური მასით ან კანალიზაციის ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 150 ლარისა, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარის.

 

 

20 კგ-მდე ცხოველის სხეულის ნარჩენით, მათ შორის, სასაკლაოდან, გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირებისთვის განსაზღვრული ჯარიმა შეადგენს 150 ლარის ნაცლად 500 ლარს, ხოლო იურიდიული პირებისთვის 1000 ლარის ნაცვლად 1500 ლარს;

 

20 კგ ან 20 კგ-ზე მეტი ცხოველის სხეულის ნარჩენით, მათ შორის, სასაკლაოდან, გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირები 1000 ლარის ოდენობის ჯარიმით დაისჯებიან, ნაცვლად 300 ლარისა, ხოლო იურიდიული პირები - 2000 ლარის ოდენობის ჯარიმით, ნაცვლად 1000 ლარისა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი