logo_geo
ვენეციაში კორონავირუსის გამო „შეუსრულებელი მისიის“ გადაღება შეჩერდა
- +

26 თებერვალი. 2020. 20:45

 

 

კინოფილმი „შეუსრულებელი მისიის“ მე-7 ნაწილის გადაღება, რომელიც ვენეციაში მიმდინარეობს, კორონავირუსის საფრთხის გამო შეჩერებულია. ამის შესახებ კინოსტუდია Paramount Pictures-ის განცხადებაშია ნათქვამია. ამის შესახებ news.sky წერს.

 

კინოსტუდიის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ვენეციაში გადაღებები დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო. თუმცა, აღნიშნულ გეგმებში მსახიობებისა და გადამღები ჯგუფის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შესწორება შეიტანეს.

 

Paramount Pictures-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაღების მონაწილეებს შეუძლიათ სახლში დაბრუნდნენ, ვიდრე ფილმზე მუშაობა არ განახლდება.

 

„ჩვენ განვაგრძობთ იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაციის მონიტორინგს“, - განაცხადეს კინოსტუდიაში.

 

„შეუსრულებელი მისია 7“ კინოთეატრებში 2021 წლის ივლისში გამოვა. ფილმის რჟისორი კრისტოფერ მაკუორია. მსახიობებს შორის კი ტომ კრუზი, რებეკა ფერგუსონი, ვანესა კირბი და სხვები არიან.

 

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. მანამდე ინფორმაცია 3 მსხვერპლის შესახებ გავრცელდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

 

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი