logo_geo
როგორ გავაკეთოთ ნიღაბი საკუთარი ხელით, როცა ქვეყანაში ნიღბები დეფიციტშია!
- +

27 თებერვალი. 2020. 02:32

 

 

შინ დამზადებული სამედიცინო ნიღაბი არის ბამბის ნაწარმი, რომელიც ბევრისთვის ძალიან ნაცნობია. განსაკუთრებით მათთვის, ვინც სამედიცინო განათლებას გასულ საუკუნეში იღებდა და ჯერ კიდევ არ არსებობდა ერთჯერადი ნიღბები.

 

დაგჭირდებათ:

 

მარლა, ზომით 90x60 სმ; 1 სმ სისქის ბამბა 15x15.

 

ბამბა უნდა მოთავსდეს ზუსტად მარლის შუაგულში და მარლა გადაკეცოთ ისე, რომ  3 ფენა გამოვიდეს (ზედა და ქვედა კიდეები შეუკეცეთ).

 

 

შემდეგ მარლის ბოლოები უნდა გაიჭრას შუაში, რომ მივიღოთ ორი წყვილი შესაკრავი ზონარი.

 

მარლის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ 7 მ x 14 სმ ბინტი და 14x14 სმ ზომის ბამბა.

 

 

ბინტს მოაჭერით 60 სმ, ბამბა დადეთ ბინტის თავში და 4 ფენად გადაკეცეთ.

 

ასევე ბინტით დაამზადეთ 4 ცალი ზონარი და კუთხეებში მიაკერეთ.

 

ერთჯერადი სააფთიაქო ნიღბის გამოყენება შეიძლება არა უმეტეს 2 საათისა, ხოლო თვითნაკეთი ნიღაბი შეგიძლიათ ატაროთ 4 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნიღაბი კი არ იცავს, პირიქით, ხელს უწყობს იმ ვირუსების გავრცელებას, რომლებიც მასზე დაგროვდებიან.

 

შინ დამზადებული ნიღაბი შეგიძლიათ გარეცხოთ ფხვნილით ან საპნით, გააუთოვოთ ორივე მხრიდან და ხელახლა გამოიყენოთ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი