logo_geo
ახალი კორონავირუსი ამ დროისთვის უკვე 45-მდე ქვეყანაშია გავრცელებული
- +

27 თებერვალი. 2020. 12:12

 

 

ახალი კორონავირუსი ამ დროისთვის უკვე  45-მდე  ქვეყანაშია გავრცელებული. „The New York Times“-ის ინტერაქტიულ რუკაზე ჩანს სწორედ 45-მდე ქვეყანა, სადაც დაფიქსირებულია კორონავირუსის შემთხვევები, მათ შორის არის საქართველოც.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ საღამოს დაფიქსირდა. ყველაზე მეტი დაინფიცირებული - 78 ათასზე მეტი პაციენტი არის ჩინეთში, 100-ზე მეტი ირანში, დაინფიცირების 400-ზე მეტი შემთხვევა არის იტალიაში, რაც შეეხება სამხრეთ კორეას, იქ 1500 შემთხვევა ფიქსირდება.

 

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 3000-ს აღწევს, ხოლო დაინფიცირებული 81 000-ზე მეტი ადამიანია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი