logo_geo
ნიკა შენგელია: რატომაა უმეტესი ეპიდემიის კერა ჩინეთი და არა თუნდაც ინდოეთი?
- +

27 თებერვალი. 2020. 13:56

 

 

„რა დანიშნულება აქვს კორონავირუსს? რატომ გაჩნდა ის ჩინეთში?“ - ამ თემაზე ანალიტიკოსი ნიკა შენგელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

 

„კორონავირუსმა ნავთობის ფასის დაცემის პარალელურად (რაც 25 იანვრის პროგნოზით ვივარაუდეთ), ასევე ფინანსურ ბაზრების დაცემაც გამოიწვია.

 

შანხაი კომპოზიტის ინდექსი დაეცა 2,75% ით

 

იაპონური ნიკეის ინდექსი -2%ით

 

სტანდარტ ფურის ინდექსი -1,5% ით .

 

ასევე დაეცა რუსეთის ბირჟის ინდექსებიც.

 

ნავთობის ფასი დაეცა -2% ით,

 

სპილენძის ფასი დაეცა -2,5% ით

 

პალადიუმის ფასი -4% ით.

 

„ბლუმბერგის“ გათვლებით, მაკაოში, რომელიც აზარტული თამაშების დედაქალაქადაა წოდებული, მოთამაშეთა რაოდენობა 80% ით შემცირდა.

 

ჩინეთში ეკონომიკური პროცესების ტემპი ნელდება. ასევე მცირდება ჩინეთის მხრიდან საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციისა და ნედლეულის შესყიდვები.

 

საფონდო  ბაზრებზე ასეთი მდგომარეობა, სავარაუდოდ, კიდევ 3 კვირის განმავლობაში შენარჩუნდება (თუ კიდევ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა ჩინეთში).

 

კორონავირუსმა საფონდო ბაზრების კორექცია დააჩქარა.

 

გრძელვადიან პერიოდში მოსალოდნელია, ფასები გაიზარდოს გაზზე.

 

ინვესტორები თავიდან იცილებენ რისკიან აქტივებს.

 

ამ ფონზე ძლიერდება აშშ დოლარი, ოქრო, ფრანკი და იაპონური იენა.

 

ახლა მოკლე ისტორიული მიმოხილვა და კითხვა, რატომ ჩინეთი?

 

კაპიტალიზმი კლასიკური გაგებით ეს არის წარმოების ზრდა გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად. მაგრამ იმისათვის, რომ მოთხოვნა გაიზარდოს ამისათვის საჭიროა ხალხს ქონდეს ფული. ხოლო იმისათვის, რომ ხალხს ფული ქონოდა დაიწყო მათვის ფულის მიწოდება კრედიტების სახით (სამომხმარებლო კრედიტის სახით). მოკლედ, კრედიტების რამდენიმე სერიამ, რომელიც დაიწყო მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან, გარკვეულ დონემდე ჩაითრია მსოფლიო მოსახლეობა ვალების წიაღში. ხალხს აღარ ჰქონდა ფული, რომ დაეფარა აღებული კრედიტები, აქ უკვე წამოვიდა შემდეგი ახალი ტალღა, იაფფასიანი კრედიტის სახელწოდებით, ანუ იმისათვის, რომ დაეფარათ ძველი კრედიტები, მიაწოდეს ახალი, შედარებით დაბალ პროცენტად და დაიწყო ახალი კარუსელი. გადაიფარა ძველი და ცოტა დარჩენილი ფულით კიდევ შეეძლოთ რამის ყიდვა. მოკლედ, ვალებში გაეხვა სახელმწიფოებიც. ამიტომაც დღის წესრიგში დგას, გადაიტვირთოს ეს სიტემა.

 

მოკლედ, აქვე ასევე გავიხსენოთ ის ამბებიც, იმისათვის, რომ აშშ-ს და სხვა განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს გაეყიდათ პროდუქცია, იგი უნდა ყოფილიყო იაფი. ამიტომაც ნელ-ნელა წარმოებებმა (იაფი მუშახელის გამო) გადაინაცვლა აზიისა და აფრიკის ქვეყნებში. ანუ ამ ქვეყნებში ხალხს უნდა ემუშავა თვეში ერთი ტომარა საჭმლისათვის და შექმნილი პროდუქცია უნდა გაყიდულიყო, ასევე იაფად, განვითარებულ ქვეყნებში.

 

აი, ამ სისტემაშიც მოხდა შეფერხება.

 

კერძოდ, გაიხსნა თუ არა ჩინეთში ახალი საწარმოები, ჩინეთმა აქტიურად დაიწყო თავისი ეკონომიკის განვითარება და ბოლოს არ ემორჩილებოდა იმ მითითებებს, რაც მოდიოდა ოკეანის გაღმიდან.

 

მოკლედ, ამჯერად აქ გავჩერდები, და ვიფიქროთ ვერსიაზე, რა დანიშნულება აქვს კორონავირუსს?

 

რატომ გაჩნდა ის ჩინეთში?

 

 

თუ საუბარია ანტისანიტარიაზე და იმ საკითხზე, რომ ჩინეთი იკვებება ისეთი პროდუქტებით, რომელიც სხვა სახელმწიფოების ბინადართათვის მიუღებელია, მაშინ გავიხსენოთ ინდოეთიც - იქვე ახლოსაა, რომელიც უარესი ანტისანიტარიისა და ეპიდემიის ბუდეა..

 

დავსვათ კითხვა და დავფიქრდეთ, რატომაა უმეტესი ეპიდემიის კერა ჩინეთი და არა თუნდაც ინდოეთი?

 

ასევე გავიხსენოთ ქათმის გრიპის ვირუსი, ღორის გრიპისა და პნევმონიის ვირუსები.

 

რა ხდებოდა ამ დროს?

 

თავიდან სამი-ოთხი თვის განმავლობაში იყო დიდი შეშფოთებები და შემდეგ ნელ-ნელა მივიწყებას მიეცემოდა ეს ყველაფერი.

 

მოკლედ, ჯერჯერობით თავად განსაჯეთ, იფიქრეთ და თუ დრო მექნა, ჩემს ხედვას ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ“, - წერს ნიკა შენგელია

big_banner
არქივი