logo_geo
რატომ არის კორონავირუსით გამოწვეული პანიკა უსაფუძვლო?
- +

27 თებერვალი. 2020. 13:57

 

 

საქართველოში კორონავირუსის ფაქტის დაფიქსირების შემდეგ მოსახლეობის ნაწილში პანიკური დამოკიდებულება გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ პანიკა გადაჭარბებულია.

 

2020 წლის იანვარ-თებერვალში კორონავირუსმა 2771 ადამიანი იმსხვერპლა, იმავე პერიოდში ჩვეულებრივმა სეზონურმა გრიპმა 27-ჯერ მეტი - 75 828 ადამიანი იმსხვერპლა.

 

200-2019 წლებში საქართველოში სეზონური გრიპით 201 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2015-2016 წლების ზამთარში 50-მეტი, ვიდრე კორონავირუსით ჩინეთის გარდა სხვა ნებისმიერ ქვეყანაში.

 

სიკვდილიანობის რაოდენობა გაცილებით მაღალია ავტოავარიების შემთხვევებში. 2019 წელს საქართველოში ავარიებს 481 ადამიანი ემსხვერპლა, 7921 კი დაშავდა.

 

კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის უმეტესობა ასაკიანი ადამიანია, ან ისეთი, ვისაც უკვე აწუხებდა სხვა მწვავე ქრონიკული დაავადება, ასევე ისინი, რომლებმაც მკურნალობას დაგვიანებით მიმართეს.

 

40 წლამდე ასაკის პირებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0.2%-ზე ნაკლებია, 10 წლამდე ბავშვებში - 0%.

 

მსოფლიო მასშტაბით ატმოსფეროს დაბინძურებითა და გლობალური დათბობით გამოწვეული პრობლემებით (უშუალოდ დაბინძურებული ჰაერით, გამოფიტული მიწით, წყლის ხარისხის გაუარესებით... ) ყოველთვიურად 700-დან 800 ათასამდე ადამიანი იღუპება, ანუ იმაზე 250-ჯერ მეტი, ვიდრე კორონავირუსით ორ თვეში.

 

 

 

 წყარო: ev2b.ge

big_banner
არქივი