logo_geo
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა
- +

5 მარტი. 2020. 11:25

 

„საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა“, -  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

 

„ინფიცირებული იტალიაში მოგზაურობდა, არის საქართველოს მოქალაქე. ქვეყანაში კვირას შემოვიდა, თითქოს სიმპტომების გარეშე, განვითარდა მაღალი ტემპერატურა და ამის გამო გუშინ დილით მან მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს“, - ამბობს გამყრელიძე.

 

მისივე ინფორმაციით, პაციენტი უფრო საყურადღებოა კლინიკურად წინა სამ შემთხვევასთან შედარებით.

 

ყველა ის პირი იდენტიფიცირებულია, ვისთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა და მათზე მიმდინარეობს კვლევა.

 

 

big_banner
არქივი