logo_geo
რომელი წიგნები უნდა წაიკითხოთ ბავშვთან ერთად და რომელი ზღაპრები უნდა უამბოთ მას - შალვა ამონაშვილის რჩევები
- +

6 მარტი. 2020. 00:01

 

 

ბავშვებს უნდა უკითხოთ ბევრი – პაუზებით, ემოციურად, მშვიდად

 

 

მოუყევით ზღაპრები მასზე, მისი გმირობების შესახებ. ზღაპარი დიდი აღმზრდელობითი ძალაა. მოუყევით ჩურჩულით, ინტონაციებით, ემოციებით. გააზღაპრეთ ბავშვის ცხოვრება, აქციეთ ის ზღაპრის გმირად და მოუწოდეთ სიკეთისკენ, გმირობისკენ.

 

 

უკითხეთ ქართული პოეზია, ქართული მოთხრობები, "ვეფხისტყაოსანი". ლექსები სასურველი კი არა, აუცილებელია მეხსიერებისთვის, ლექსიკისთვის, კარგი ფიქრებისთვის.

 

 

სამი წიგნი, რომელიც ბავშვთან ერთად (დაახლოებით 10 წლიდან) უნდა წაიკითხოთ:

 

  1. "პატარა უფლისწული" – ანტუან სენტეკზიუპერი

 

  1. "თოლია ჯონათან ლივინგსტონი" – რიჩარდ ბახი

 

  1. "ლურჯი ფრინველი" – მორის მეტერლინკი

 

 

კითხვა

 

 

ჩვენთვის ძნელია აღვუვლინოთ ქება-დიდება იმ დიდ მნიშვნელობას, რაც შეიძლება გააკეთოს წიგნმა და კითხვამ ბავშვის სულიერ-ზნეობრივ განვითარებაში, შემდეგ კი – მთელ მის კულტურულ ცხოვრებაში.

 

 

წიგნი და კითხვა დახვეწს მის გრძნობებს, აზრებს, ურთიერთობებს, გააფართოებს შემეცნებას, გაამდიდრებს ფანტაზიას, დაეხმარება მსოფლმხედველობითი შეხედულებების განსაზღვრაში.

 

 

წიგნი და კითხვა გახდება შესანიშნავი ხატებით სულიერი სამყაროს გამდიდრების ამოუწურავი წყარო.

 

 

წიგნსა და კითხვას შეუძლია სასწაული მოახდინოს ბავშვის ცხოვრებაში, ოღონდ სამი პირობის დაცვით:

გიყვარდეს წიგნი,

 

შეგეძლოს წიგნის შერჩევა,

 

შეგეძლოს ფიქრი წაკითხულზე.

 

რა არის ჩვენი, მშობლების საზრუნავი? ის, რომ აღვზარდოთ ბავშვში წიგნისადმი სიყვარული, ვასწავლოთ, როგორ აირჩიოს წასაკითხი

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი