logo_geo
ვიღაცამ „ფორო იტალიკოს“ გადაუფრინა – რობერტ შავლაყაძე გარდაიცვალა
- +

6 მარტი. 2020. 02:19

 

 

4 მარტს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა XX საუკუნის უდიდესი მძლეოსანი, რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და უამრავი ღირსებით შემკობილი პიროვნება რობერტ შავლაყაძე.

 

 

ჟურნალისტი თამაზ ჩიქვანაია  იხსენებს რომის 1960 წლის ოლიმპიადაზე შავლაყაძის ფენომენალურ მიღწევას.

 

„მწვრთნელს შეუძლია დახვეწოს შენი ტექნიკა, გაგხადოს უფრო სწრაფი და ენერგიული, მაგრამ თუ ბუნებით შეუპოვარი არ ხარ, თუ მიზნისთვის თავგანწირული ბრძოლა არ შეგიძლია, დიდ გამარჯვებაზე ოცნება ოცნებად დარჩება,“ - ეს სიტყვები ეკუთვნის ქართველ ათლეტს, რომელმაც 1960 წელს რომის „ფორო იტალიკოზე“ ნამდვილი ფურორი მოახდინა და მძლეოსნობაში ჭიპმოჭრილი სპეციალისტების პროგნოზები თავდაყირა დააყენა...

 

 

რობერტ შავლაყაძე იყო ქართველი მძლეოსანი, 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

 

 

15 წლამდე ერთი ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭი მეგობრებთან ერთად ბურთის მაგიერ ქუჩაში ნაჭრის გუნდას ან კონსერვის ქილას დასდევდა, მტკვარში ცურავდა და თანატოლებთან ერთად ელოდა ომის დასრულებას. 16 წლისამ უეცრად აიყარა ტანი და მწვრთნელების ყურადღებაც მიიპყრო. ბუნებით ნიჭიერმა, თავდაუზოგავი შრომით და საოცარი შეუპოვრობით წარმატებებსაც მალე მიაღწია.

 

 

1960 წელს საბჭოთა სპორტსმენებთან ერთად მარადიული ქალაქში ჩასულს ერთი ფიქრი უტრიალებს თავში: ჩემპიონი უნდა გახდეს!

 

 

მაგრამ ამის თქმა იოლია, მიღწევა კი უაღრესად რთული, რადგან სიმაღლეზე მხტომელთა შეჯიბრის ფავორიტად მას არავინ მიიჩნევს.

 

 

რომის ოლიმპიური თამაშების ფავორიტად 19 წლის ბოსტონელი ჯონ თომასი მიიჩნევა, რომელმაც მანამდე იმ დროისათვის ფენომენალური მსოფლიო რეკორდი დაამყარა — 222 სმ გადალახა. სერიოზული მეტოქეები არიან მელბურნის ოლიმპიადის ჩემპიონი ჩარლზ დიუმასი, შვედი პეტერსენი, რობერტის თანაგუნდელები — ბოლშოვი და ბრუმელი. რობერტ შავლაყაძეს კი ფავორიტად არავინ მიიჩნევს, არც კი ახსენებენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი