logo_geo
როგორი დახვედრა მოუწყვეს ირაკლი ღარიბაშვილს ბაქოში - ოფიციალური ცერემონია და შეხვედრა ალიევთან
- +

7 მარტი. 2020. 18:05

 

 

 

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანელმა კოლეგამ გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა უმასპინძლა.

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

 

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის სტაბილური და თანმიმდევრული დინამიკა, რომელსაც 2020 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმაც ადასტურებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი