logo_geo
Facebook პირბადეების გასაყიდ რეკლამებს დაბლოკავს
- +

9 მარტი. 2020. 17:55

 

 

CNBC-ის ცნობით, „ფეისბუქი“ დროებით დაბლოკავს იმ კომერციულ ჩამონათვლებსა და რეკლამებს, რომლებიც პირბადეების მომატებული ფასით ადამიანთა ექსპლუატაციას ეწევიან.

 

„ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ და ვაკვირდებით  COVID 19-თან დაკავშირებულ მოვლენებს, სწორედ ამიტომ მაქსიმალურად შევეცდებით, დავბლოკოთ ისეთი რეკლამები და კომერციული შეთავაზებები, რომლებიც სიტუაციის ექსპლუატაციას ცდილობს“, - განაცხადა „ფეისბუქის“ პროდუქტების მართვის დირექტორმა რობ ლითერნმა.

 

სამშაბათს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ადამიანები პირბადეებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს იმდენად დიდი რაოდენობით ყიდულობენ, რომ ექიმებისთვისა და მომსახურე პერსონალისთვის საჭირო საშუალებები აღარ რჩება

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი