logo_geo
როგორ იცავენ თავს კორონავირუსისგან ცნობილი ქართველები, რომლებიც უცხოეთში ხშირად მოგზაურობენ
- +

9 მარტი. 2020. 23:52

 

 

უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვირუსს ებ­რძვის. ვირუსით საქართველოში უკვე ათზე მეტი ადადმიანია დაინფიცირებული, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო­ე­თი­დან, ძი­რი­თა­დად იტა­ლი­ი­დან დაბ­რუნ­დნენ.

 

 

ambebi.ge იმ ცნო­ბილ ქარ­თვე­ლებს და­უ­კავ­შირ­და, რომ­ლე­ბიც სა­ზღვარ­გა­რეთ ხში­რად მოგ­ზა­უ­რო­ბენ და შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, რო­გორ ცდი­ლო­ბენ ისი­ნი ვირუ­სის­გან თა­ვის დაც­ვას.

 

 

მომ­ღე­რა­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ანრი ჯო­ხა­ძე, ვირუსს არ შე­უ­შინ­და და ის­რა­ელ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც ქარ­თველ მომ­ღერ­ლებ­თან ერ­თად კონ­ცერ­ტში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

 

 

– ვით­ვა­ლის­წი­ნებ ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ას, რა­საც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო გას­ცემს. ხში­რად ვი­ბან ხე­ლებს, ჩან­თა­ში მი­დევს სპირ­ტი და თუ ვერ შევ­ძლებ უცებ ხე­ლე­ბის და­ბა­ნას, სპირ­ტით ვიწ­მინ­დავ, რად­გან ყვე­ლა მიკ­რობს კლავს.

ახ­ლა­ხანს დავ­ბრუნ­დი ის­რა­ე­ლი­დან, სა­დაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყო­ველ­გვა­რი შე­მოწ­მე­ბის გა­რე­შე შე­ვე­დით მომ­ღერ­ლე­ბი, კი გა­მიკ­ვირ­და ასე­თი უსაფრ­თხო ქვეყ­ნის­გან ეს, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, იქ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არის. სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას კი მკაც­რი შე­მოწ­მე­ბა გა­ვი­ა­რეთ, კარ­გად კონ­ტროლ­დე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი, თავ­და­პირ­ვე­ლად კა­რან­ტი­ნის­თვის მო­ვემ­ზა­დეთ, მაგ­რამ არ გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს, რად­გან ჯან­მრთე­ლე­ბი დავ­ბრუნ­დით. ის მგზავ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ეჭვს იწ­ვევ­დნენ, ცოტა მო­შო­რე­ბით გა­დაჰ­ყავ­დათ. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს შიშს, კო­რო­ნა­ვირუ­სის არ მე­ში­ნია, ვი­ცავ ჰი­გი­ე­ნის ნორ­მებს და ჩემს გარ­შე­მო პა­ნი­კას არ ვქმნი.

 

 

 

 

 

მომ­ღე­რა­ლი ნინი ქარ­სე­ლა­ძე ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ ვირუ­სის არ ეში­ნია, თუმ­ცა დე­დის ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა ნორ­მას იცავს.

 

 

– მე არ მე­ში­ნია კო­რო­ნა­ვირუ­სის, მაგ­რამ ხა­თუ­ნას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ას ვით­ვა­ლის­წი­ნებ. ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი ხსნა­რი კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­მოს­ვლამ­დეც სულ მქონ­და ჩან­თა­ში, პირ­ბა­დეს რაც შე­ე­ხე­ბა, მგო­ნია, პირ­ბა­დით სი­ა­რულს აზრი არ აქვს. სამ­წუ­ხა­რო ის ფაქ­ტია, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა მო­იხ­სნეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბი, პრე­ვენ­ცი­ის ზო­მებს არ მი­მარ­თა­ვენ, უფრო მე­ტიც ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­შიც და­დი­ან. ჩემი აზ­რით, თი­თო­ე­ულ­მა ადა­მი­ან­მა უნდა იგ­რძნოს სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ასეთ დროს და და­იც­ვას უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი. მე 8 თვეა უკვე ასე ვცხოვ­რობ, არა­ვის ვკოც­ნი, სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სე­ბის უფრო მე­ში­ნია.

 

 

  

კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რად იცავს თავს მომ­ღე­რა­ლი ნინო ჩხე­­ძე, თუმ­ცა ამის გამო სა­ზღვარ­გა­რეთ და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტე­ბი არ გა­უ­უქ­მე­ბია. ნი­ნომ ანრი ჯო­ხა­ძეს­თან ერ­თად ის­რა­ელ­ში კონ­ცერ­ტი ჩა­ა­ტა­რა, სა­ი­და­ნაც შვე­დეთ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა.

 

 

– კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ას ვით­ვა­ლის­წი­ნებ. სა­ქარ­თვე­ლო­დან ის­რა­ე­ლამ­დე, სულ შე­ფუ­თულ­მა ვიმ­გზავ­რე, რე­ზი­ნის ხელ­თათ­მა­ნე­ბი, პირ­ბა­დე და სათ­ვა­ლე მე­კე­თა. გა­ვი­გე, რომ ვირუ­სი თმა­ში ჯდე­ბა კარ­გად, ამი­ტომ ქუ­დიც მე­ხუ­რა თავ­ზე. მო­მა­რა­გე­ბუ­ლი მაქვს ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი სი­თხე­ე­ბი, ხელ­სა­ხო­ცე­ბი და ხში­რად ვი­ყე­ნებ მათ. ის­რა­ე­ლის აე­რო­პორ­ტში სი­ცხე არა­ვის გა­უ­ზო­მია ჩემ­თვის, ახლა შვე­დეთ­ში მივფრი­ნავ და იქ რა მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ხვდე­ბა ვნა­ხოთ. მე მა­ინც სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვარ.

 

 

 

სხვა კო­ლე­გე­ბის მსგავ­სად, კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან თავს ყვე­ლა წე­სით იცავს მომ­ღე­რა­ლი ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ი და მი­იჩ­ნევს, რომ ეს ყვე­ლას მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვა­ლია.

 

 

– კო­რო­ნა­ვირუ­სით უკვე 15 ადა­მი­ა­ნია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, რამ­დე­ნია ამ ვირუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი და სად და­დი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ ვი­ცით, ამი­ტომ ამას სე­რი­ო­ზულ საფრ­თხედ მი­ვიჩ­ნევ. მან­ქა­ნა­ში მაქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი სპირ­ტი და სხვა სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ასე­ვე, პირ­ბა­დე, რო­მე­ლიც ირე­ცხე­ბა. ვცდი­ლობ ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებს მო­ვე­რი­დო, მაგ­რამ, გუ­შინ კონ­ცერ­ტი მქონ­და სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძეს­თან ერ­თად და­გეგ­მი­ლი, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­საც დიდი ხნის წინ შე­ვუ­თან­ხმდი, ამი­ტომ, უარს ვერ ვი­ტყო­დი იქ ჩას­ვლა­ზე. მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლას მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პო­ზი­ცი­აა, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და ხელი არ შე­უ­წყონ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას.

 

 

მომ­ღე­რა­ლი სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძე მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის დე­დაა, ამი­ტომ კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან თავს მაქ­სი­მა­ლუ­რად იცავს სხვა­დას­ხვა მე­თო­დით.

 

 

– ზო­მი­ე­რად მე­ში­ნია კო­რო­ნა­ვირუ­სის, თუმ­ცა პა­ნი­კა­ში არ ვარ. უბ­რა­ლოდ ფრთხი­ლად ვარ და ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ას ვით­ვა­ლის­წი­ნებ, რაც გას­ცა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ. ვსვამ ბევრ წყალს, ვა­ტა­რებ სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რებს, ვა­ტა­რებ პირ­ბა­დეს და ა.შ. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში ყოფ­ნა, ჩემი პრო­ფე­სია კი, სწო­რედ ასეთ ად­გი­ლებ­ზე ყოფ­ნას ნიშ­ნავს, რად­გან კონ­ცერ­ტზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­დის. ამი­ტომ ბავ­შვი იზო­ლი­რე­ბუ­ლი მყავს სახ­ლში და ჩემი იზო­ლა­ცი­ის­გან ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს“.

 

 

თამარ ბოჭორიშვილი

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი