logo_geo
აპრილში კორონავირუსის ვაქცინა მზად იქნება, თუმცა მხოლოდ გადაუდებელი გამოყენებისთვის
- +

9 მარტი. 2020. 23:59

 

 

ათეულობით კომპანია ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, აპრილში შეიძლება უკვე მზად იყოს ახალი კორონავირუსის პირველი ვაქცინა, თუმცა მხოლოდ „გადაუდებელი გამოყენებისთვის“.

 

 

 „ჩვენი შეფასებით, იმედი გვაქვს, რომ აპრილში გარკვეული ვაქცინები კლინიკური ცდის ეტაპზე გადავა ანდაც მზად იქნება საგანგებო სიტუაციებში გამოყენებისთვის“, — ამბობს ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მეცნიერებისა და განვითარების ცენტრის დირექტორი ჟენგ ჟონგვეი.

 

 

ის არ აკონკრეტებს, რა პირობებში შეიძლება მოხდეს ვაქცინის გამოყენება ადამიანებში.

 

 

ჩინეთის კანონმდებლობით, შესაძლებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობებისათვის შექმნილი ვაქცინების გადაუდებელი გამოყენება სპეციფიკური პირობებით. თუმცა, ამისათვის საჭიროა, სამედიცინო პროდუქტების ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩათვალოს, რომ მკურნალობის შედეგები რისკებს გადაწონის.

 

 

 ახალი კორონავირუსის ვაქცინებზე მუშაობა მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს. შეგახსენებთ, ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Moderna-მ ადამიანებზე ტესტირებისათვის აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნულ ინსტიტუტს მის მიერ შექმნილი ვაქციან უკვე გადასცა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი