logo_geo
17 პაციენტიდან არც ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
- +

12 მარტი. 2020. 18:03

 

 

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 17 პაციენტზე ჩატარებული ტესტის პასუხები უარყოფითია. მისი ცნობით, მათგან 7 საქართველოში რომი-თბილისის რეისითაა ჩამოსული, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ.

 

ამასთან, როგორც ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა.

 

„გუშინ გაგზავნილი ტესტის ყველა პასუხი მიღებულია და არც ერთს არ დადასტურებია კორონავირუსით ინფიცირება. ამჟამად გრძელდება ინფექციურში მყოფ, დადასტურებულ 21 პაციენტზე მკურნალობა. მდგომარეობა არავის არ გაუარესებია. არიან მსუბუქი, საშუალო და მათგან ერთი შედარებით მძიმე პაციენტი, თუმცა მდგომარება არ არის გაუარესებული, სუნთქვის უკმარისობა არ არის და ვაწარმოებთ დაკვირვებას“, - განაცხადა ენდელაძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი