logo_geo
ადამიანები ტუალეტის ქაღალდს ისტერიკულად ყიდულობენ - „კორონა პანიკა“ ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში
- +

12 მარტი. 2020. 18:06

 

 

კორონავირუსის გამო, არა მარტო საქართველოს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. მოქალაქეებმა მაღაზიების დახლები დააცარიელეს მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში, ყიდულობენ პროდუქტებს, იმარაგებენ წამლებს. ზოგიერთ ქვეყანაში კი ყველაზე დიდი მოთხოვნა ტუალეტის ქაღალდზეა.

 

როგორც ბრიტანული გამოცემები წერენ, დიდ ბრიტანეთში ადამიანები პანიკურად ყიდულობენ დიდი რაოდენობის ტუალეტის ქაღალდს და ამის გამო მაღაზიების დიდ ნაწილში ის აღარ არის.

 

გამოცემა „The Sun“ წერს, რომ მოსახლეობა ინფიცირებულთა რაოდენობის კიდევ უფრო ზრდის მოლოდინშია და ფიქრობენ, რომ შესაძლოა, მალე ქვეყნის მასშტაბით კარანტინი გამოცხადდეს. სწორედ ამის გამო გამოწვეული შიშით ხსნიან ყოველივეს.

 

ტუალეტის ქაღალდის მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, ტონი რიჩარდსი მოუწოდებს ადამიანებს, რომ ნუ იქნებიან პანიკაში და გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. მისი თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგანაც ქაღალდის წარმოება მიმდინარეობს და არ არის საჭირო მარაგების სახლში წაღება.

 

მისი ინფორმაციით, გასულ კვირას კომპანიამ 63 მილიონი რგოლი ტუალეტის ქაღალდი გაყიდა, რიჩარდსის თქმით, ზუსტად ამ პერიოდში გასულ წელს 24 მილიონი რგოლი ტუალეტის ქაღალდი იყო გაყიდული. მისი ცნობით, არ არსებობს ტუალეტის ქაღალდის მარაგის ამოწურვის საფრთხე.

 

ტუალეტის ქაღალდის პანიკურად ყიდვას სკანდალი მოჰყვა ავსტრალიაში. მაღაზიაში მომხმარებლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და ერთმანეთს ტუალეტის ქაღალდებს ართმევდნენ. აღნიშნულის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას ტელევიზიები ავრცელებენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი