logo_geo
როგორ იცავს თავს კორონავირუსისგან ნაომი კემპბელი - ასე ჩაცმული „შავი ავაზა“ აქამდე არ გინახავთ
- +

12 მარტი. 2020. 18:20

 

 

ახალი ტიპის კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ადამიანს აშინებს და საზოგადოების დიდი ნაწილი პანიკაშია. ადამიანები თავის დასაცავად სხვადასხვა მეთოდებს მიმაღთავენ და ჯანდაცვის მსოფლიოორგანიზაციის რეკომენდაციებს ითვალისწინებენ.

 

როგორც ჩანს, კორონავირუსით შეშინებულია პოდიუმის დედოფლად აღიარებული სუპერმოდელი ნაომი კემპბელიც, რომელიც ლოს-ანჯელესის აეროპორტში პაპარაცებმა ერთი შეხედვით უჩვეულო ფორმაში აღბეჭდეს, თუმცა, თუ მიმდინარე მოვლენებს გავითვალისწინებთ, მისი ჩაცმულობა სულაც არ აღარ იქნება გასაკვირი.

 

ნაომი კემპბელი ვირუსების საწინააღმდეგო სრული ეკიპირებით იყო აღჭურვილი. მოდელი „ინსტაგრამის“ გვერდზე თავადაც ავრცელებს ფოტოებს.

 

ნაომი კემპბელი აქამდეც მოუწოდებდა თავის მიმდევრებს სიფრთხილისკენ. მან რამდენიმე დღის უკან სთორი გამოაქვეყნა, რომელშიც მას პირნადე უკეთია. მოდელმა მოუწოდა მიმდევრებს ჰიგიენის წესების დაცვისკენ და უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ.

 

ნაომის თქმით, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო აერპორტებში, ვინაიდან ასეთი ადგილები ვირუსის გავრცელების ყველაზე საშიში წყაროა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი