logo_geo
13 წლის ბაჩო, რომელიც ოცნებობს გახდეს მეცნიერი...
- +

12 მარტი. 2020. 19:40

 

 

 

სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებულ პაციენტებს მიზნების განხორციელებისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობა სჭირდებათ.

 

 

„თუ გინდა ოცნება აგისრულდეს, უნდა ირწმუნო მისი! თუ გინდა მიზანს მიაღწიო, უნდა იბრძოლო მისთვის!“

 

 

ბაჩო გრძელიძე დაიბადა ქ. ქუთაისში, 2007 წლის 13 თებერვალს. 1 წლის ასაკში მას იშვიათი დაავადება სპინალურ კუნთოვანი ატროფია (სკა) აღმოაჩნდა, რამაც მისი ცხოვრების წესი და რეჟიმი რადიკალურად შეცვალა. ბაჩოს სურვილია უფრო მეტს მიაღწიოს, სამომავლოდ, დიდი მიზნები აქვს, რომლის განხორიელების საშუალებას მისი გონებრივი შესაძლებლობები თამამად იძლევა. თუმცა ამისთვის მას მკურნალობა სჭირდება.

 

 

ბაჩო ოცნებობს გახდეს მეცნიერი, რისთვისაც არ მოსდევს ფიზიკური შესაძლებლობები. გამოჯანმრთელება და სრულფასოვანი ადამიანივით ცხოვრება მისი ოცნებების ასახდენად აუცილებელია. ბაჩო იმდენად მოტივირებულია, აუცილებლად, სჯერა დაამარცხებს დაავადებას და სიცოცხლის ხარისხსაც გაიუმჯობესებს.

 

 

„ბაჩო რომ სრულიად ჯანმრთელი დაბადებულიყო, არ ვიცი როგორი დედა ვიქნებოდი. ახლა ვიცი, რომ ვარ ძლიერი. ცხოვრება ყველას გვაყენებს დარტყმას, მნიშვნელობა არა აქვს, შენ როგორ დაარტყამ, მთავარია დარტყმას როგორ აიტან და მერე როგორ გააგრძელებ მოძრაობას. მე ვმოქმედებ ისე, როგორც ბაჩოს დედა უნდა მოქმედებდეს. 16 წლის ვიყავი, როდესაც ხელში ავიყვანე პატარა და მადლობა გადავუხადე უფალს, რომ მისი დედა გამხადა. ძალიან აქტიური, სრულიად ჯანმრთელი ბავშვი იყო... მვარ ამაყი, რომ მისი დედა მქვია და ვიბრძოლებ მისი ოცნებების ასახდენად, მიუხედავად იმისა, რომ წინ რთული გზა გვაქვს გასავლელი“, – იხსენებს ანუკა ხერხაძე.

 

 

ერთი წლის როცა გახდა, მშობლებს არ მოეწონათ ბავშვის სიარული, მოძრაობა და თბილისში გამოკვლევების ჩასატარებლად წაიყვანეს. გამოკვლევებმაც აჩვენა, რომ მას სპინალური კუნთოვანი ატროფია (II ტიპის) აღენიშნებოდა: ამ დაავადების შესახებ არც კი მსმენოდა, წარმოდგენა არ მქონდა, რასთან გვქონდა საქმე. ექიმებმა ნათლად გაგვისიგრძეგანეს, რომ ეს დაავადება სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. მოძიებული ინფორმაციის შეჯამების შემდეგ ვთქვი, რომ აუცილებლად იქნება გზა და გამოსავალი, რომ ბაჩოს ცხოვრების ხარისხს გავაუმჯობესებდი.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი