logo_geo
როგორ დავამზადოთ სახლის პირობებში ანტისეპტიკური ხსნარი - იმუნოლოგი WHO-ს რეცეპტს გვიზიარებს
- +

12 მარტი. 2020. 22:32

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის 129,842 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

 

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში სულ 25 დაინფიცირების შემთხვევა გვაქვს, რომელთაგან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობის ისტორიას, 1 ესპანეთში, დანარჩენი ყველა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.

 

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, "პანდემიის გამოცხადება ნიშნავს, რომ მოსახლეობამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს" და დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ის თითქმის ყოველდღიურად გასცემს.

 

 

პირველი და მნიშვნელოვანი რეკომენდაცია არის ის, რომ საზოგადოებამ განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავოს საერთაშორისო მოგზაურობებისგან, ასევე დაიცვან თვითიზოლაციის წესები და პირადი ჰიგიენა.

 

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ძირითადი რეკომენდაციებია: ხელების ხშირი დაბანა; სახეზე/ თვალში / პირზე ხელის შეხებისგან თავი არიდება; ჰიგიენის დაცვა; ხველისა და ცემინების ეტიკეტის დაცვა; ქუჩაში ცხოველებთან ახლო, დაუცველი კონტაქტისგან თავის შეკავება.

 

 

მას შემდეგ რაც აღნიშნული რეკომენდაციები გავრცელდა, თითქმის ყველა ოჯახში მოიპოვება ჰიგიენური საშუალებები, ასევე ანტისეპტიკური ხსნარები.

 

 

თუმცა მათთვის, ვინც ანტისეპტიკური ხსნარების შეძენა ვერ მოახერხა იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ნინო მჭედლიშვილი გვიზიარებს WHO – ის მიერ მოწოდებულ რეცეპტს, თუ როგორ დავამზადოთ აღნიშნული ხსნარი სახლის პირობებში.

 

 

რეცეპტი:

 

 

10 ლიტრი ხელის ანტისეპტიკის დასამზადებლად საჭიროა:

 

 

ეთანოლი 96%-იანი 8,333 ლ

 

 

წყალბადის ზეჟანგი 3%-იანი 0,417 ლ

 

 

გლიცერინი 98%-იანი 0,145 ლ

 

 

სტერილური ან გადადუღებული წყალი იმდენი, რომ შეივსოს 10 ლიტრამდე, კარგად შევანჯღრიოთ, შეგვიძლია ჩავასხათ დოზატორში და გამოვიყენოთ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი