logo_geo
„Wolt“-მა უკონტაქტო მიტანის ფუნქცია დაამატა
- +

13 მარტი. 2020. 16:16

 

 

Covid-19 გავრცელების თავიდან აცილების მიზნით „ვოლტმა“ უკონტაქტო მიტანის ფუნქცია უკვე გაუშვა! მონიშნეთ უკონტაქტო მიტანა თქვენს აპლიკაციაში და ვოლტის კურიერი შეკვეთას კართან დაგიტოვებთ!

 

12 მარტიდან ფუნქცია ხელმისაწვდომია ყველა პლატფორმაზე („ვოლტის“ აპლიკაციასა და wolt.com-ზე);

 

თუ აპლიკაციაში ფუნქციას ვერ ხედავთ, გთხოვთ, განაახლეთ თქვენი iOS და Android აპლიკაციები და ფუნქციონალი ხელმისაწვდომი გახდება;

 

უკონტაქტო მიტანის ფუნქცია აპლიკაციაში გამოჩნდება „გადახდის“ გვერდზე, შეკვეთის ტიპის ქვეშ. როგორც იცით, „ვოლტს“ არ აქვს ნაღდი ფულით გადახდის შესაძლებლობა, ამიტომ უკონტაქტო მიტანის ფუნქციის გამოყენება „ვოლტის“ ყველა მომხმარებელს შეუძლია. კურიერები კი კვლავ დაცულები არიან ნაღდ ფულთან კონტაქტისგან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი