logo_geo
გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მისაბაძი შეთავაზება არდადეგებზე მყოფ ბავშვებს!
- +

13 მარტი. 2020. 21:26

არდადეგების გახანგრძლივების გამო, გამომცემლობა "პალიტრა L-მა" გადაწყვიტა, რომ რამდენიმე აუდიოწიგნი უფასოდ ხელმისაწვდომი გაეხადა.

 

 

"არდადეგების გახანგრძლივების გამო, ბავშვებს მეტი თავისუფალი დრო აქვთ. ვფიქრობთ, ამ დროის ლიტერატურასთან დაახლოებისათვის გამოყენება ბავშვებს არდადეგებს გაუმრავალფეროვნებს და ცოდნასაც შესძენს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ "გუდას" აუდიოწიგნები უფასო გაგვეხადა", - მარიამ აბდუშელიშვილი, გამომცემლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

 

 

იმისათვის, რომ უფასოდ ისარგებლოთ აუდიოწიგნებით, გადადით ქვემოთ მითითებულ ბმულებზე ან ჩართეთ/ჩამოტვირთეთ აპლიკაცია "გუდა", სადაც ავტომატურად იქნება ხელმისაწვდომი შემდეგი წიგნები:

 

 

მიშელ ფალკოფის "Playlist-ის

საიდუმლო" -  http://bit.ly/3aPzJ01

 

 

გურამ პეტრიაშვილის "პატარა ქალაქის ზღაპრები" - http://bit.ly/2IJKvZO

 

აკაკი წერეთელი "სამგვარი სიყვარული" - http://bit.ly/2WbtijN

 

ვაჟა-ფშაველას "ცრუპენტელა აღმზრდელი" -  http://bit.ly/3cVBr1W

 

ალექსანდრე ლორთქიფანიძე "იავნანა ლილისთვის" - http://bit.ly/2wTZIom

 

"ქართული ხალხური ზღაპრები" -  http://bit.ly/39LeL2k

წყარო : wyaro
big_banner
არქივი