logo_geo
როგორ ჩატარდება აღდგომის დღესასწაულზე ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია - იღუმენიას პასუხი ისრაელიდან
- +

13 მარტი. 2020. 22:12

 

 

ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი, ანა კოლ-შიმშილაშვილი აღდგომის დღესასწაულზე ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიასთან დაკავშირებით საინტერესო პოსტს ავრცელებს.

"ახლახანს ვესაუბრე წინანმძღვარ იღუმენია ევგენიას იერუსალიმში, ავუხსენი, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს და ცერემონია გაუქმებული იქნება.

 

იღუმენია ევგენიას პასუხი ასეთი გახლდათ:

 

"მაცხოვარის ჯვარცმის შემდეგ ცეცხლის გადმოსვლა და განათება შენიშნა პეტრე მოციქულმა, ეს იყო 21 საუკუნის წინ, მას შემდეგ მსოფლიომ ბევრი ეპიდემია, ბევრი გასაჭირი და ბევრი სიხარული გაიარა, მაგრამ ეგ ცერემონიალი არასდროს არ გაუქმებულა, ანუ ცეცხლის

გადმოსვლა არ გაჩერებულა.

მაგის გარდა, იმის თქმა, რომ ისრაელის მთავრობა გააჩერებს ამ ცერემონიალს, ეს არაა სწორი, ისრაელის მთავრობა არასდროს არ ჩარეულა და არ ერევა საპატრიარქოს გადაწყვეტილებებში!

დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე კი, ჩვენ არ გვგონია 18 აპრილამდე ისრაელმა მიიღოს მასიურად ტურისტები, მაგრამ ეს ცერემონიალი ჩატარდება, ოღონდაც იქნება სერიოზული სიმკაცრით ლიმიტირებული, პატრიარქი ჩაატარებს ამ ცერემონიალს თუნდაც მხოლოდ 5 ადამიანი რომ დაესწროს!

ანუ ცეცხლის გადასვლა იქნება, არ იქნება ხალხის სვლა!" - წერს ანა კოლ-შიმშილაშვილი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი