logo_geo
ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი: 80% ამ ვირუსს ალბათ ზედმეტი გართულების გარეშე გადაიტანს...
- +

14 მარტი. 2020. 20:08

 

 

მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დგას. კორონავირუსი, რომელიც თითქმის ყველა ქვეყანას მოედო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად უკვე გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს მსოფლიოში 5 123 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსის გავრცელეის წყარო ჩინეთის ქალაქი უხანი იყო.

 

 

თუმცა, ამჟამად კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები ევროპაში უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ეს ჩინეთში ეპიდემიის პიკის დროს იყო. ვირუსის გამო იტალიასა და ესპანეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

 

 

ასევე გუშინ გვიან ღამით გახდა ცნობილი, რომ დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა ამერიკაშიც გამოაცხადა. ცნობილია, რომ კორონავირუსის შემთხვევები ამერიკის 50 შტატიდან 42-შია დაფიქსირებული. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში გარდაცვლილია 41 ადამიანი. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 2045-ს შეადგენს.

 

 

AMBEBI.GE სწორედ ამერიკაში, კერძოდ კი პენსილვანიაში მოღვაწე ქართველ ექიმს, ზაზა ვარსიმაშვილს ესაუბრა. იგი პენსილვანიაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემთა სისტემების და ხარისხის კონტროლის დირექტორია. მისი მეთვალყურეობის ქვეშ ადგილობრივი 5 კლინიკაა, მათ შორის ინფექციური...

 

 

-  როგორც იცით ამერიკაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ძაან ჩახლართულია ხოლმე რეალობა, რეალური მიზეზი მაგის გამოცხადების შეიძლება ის იყოს, რომ დაფინანსება გამოყონ ამ ყველაფრის. რასაც ახლა ვკითხულობ - აქ ზუსტად სიტყვა-სიტყვით ასე წერია, "პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საგანგებო მდგომარეობას, რომ ხელმისაწვდომი გახდეს $50 მილიარდის დაფინანსება ფედერალური დახმარებების სახით".

 

 

ამერიკაში იგრძნობოდა გარკვეული პანიკა, მიუხედავად იმისა, რომ აქ კორონავირუსით დაინფიცირებულების მაქსიმალურად ცოტა შემთხვევებია დაფიქსირებული. აქ უფრო იმის შეეშინდათ რომ, დაინფიცირებული ხალხი ჩამოვიდოდნენ და გაავრცელებდნენ... სხვათა შორის, ყველაზე ადვილად მგზავრობისას ვრცელდება, რადგან დახურული სისტემაა და საერთო ჰაერი.

 

დონალდ ტრამპმა შენგენის ზონიდან შეერთებულ შტატებში შესვლა აკრძალა, რაც რადიკალური გადაწყვეტილება იყო, რომელსაც მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც... ერთდროულად აკრძალვა შეეხება როგორც ფრენებს, ასევე გემით ან ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალებით განხორციელებულ მგზავრობას... საერთაშორისო მგზავრობის აკრძალვა და თბილი ამინდების დადგომა მნიშვნელოვნად შეაფერხებს ვირუსის გავრცელებას.

 

 

რაც შეეხება საქართველოს, ვიცი იქ არსებული მდგომარეობის შესახებ.... საქართველოში უმაღლესი რანგის ინფექციონისტები არიან! პაატა იმნაძე მსოფლიო მასშტაბით გამორჩეულია, აღარაფერს ვამბობ ამირან გამყრელიძის შესახებ, ისედაც ყველამ იცის! უბრალოდ მთელი ქვეყნის გაკონტროლება მათ მიერ რთული იქნება, მოსახლეობამ უნდა შეუწყოს ხელი ამ ყველაფერს, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გაითვალისწინონ რეკომენდაციები.

 

 

ზოგადად, ყველაზე რთული რაც ამ ვირუსს ახასიათებს, დაახლოებით ორი კვირა უსიპტომოდ მიმდინარეობს. ამ დროსაც ვირუსი გადამდებია და დაინფიცირებულმა შეიძლება თავისდაუნებურად ვირუსი ბევრ ადამიანს გადასდოს. ვერ ვიტყოდი, რომ ამერიკა განსაკუთრებულად მომზადებული იყო, მაგრამ რადგან ამხელა დისტანციაა, ამან შეუწყო ხელი, დღეს რომ ასე ცოტა შემთხვევაა დაფიქსირებული. მე სადაც ვარ, იქ ჯერჯერობით ერთი შემთხვევაც არ გამოვლენილა... ახლა უკვე იღებენ ზომებს პრევენციისთვის – სკოლები, უნივერსიტეტები იკეტება.

 

 

 

დანარჩენებში, ვისაც გართულებული ფორმა ექნება, სიპტომატურად მკურნალობას მიმართავენ და მათი უმეტესობაც გამოჯანმრთელდება! არ არის ის ვირუსი, რომელიც დაემართება და მოკლავს! უბრალოდ ამ მომენტში ყველაზე ეფექტური მკურნალობა არ იციან რა არის და ცდილობენ დაადგინონ. ერთი წლის მერე ალბათ პროტოკოლებიც ეფექტური იქნება და ვაქცინაც.

 

 

- 2002 წელს გავრცელებული SARS-ის ვირუსი, რომელიც 26 ქვეყანას მისწვდა, პანდემიად არ გამოცხადებულა, მაგრამ ძალიან დიდი პანიკა იყო...

 

 

- დიახ და მერე ისე გაქრა, აღარავის გახსენებია. 2012 წელს იყო კიდევ ეგეთი MERS-ი, რომელიც საქართველოში ალბათ არც არავინ იცის. პანიკა უფრო მეტად ატეხილია იმიტომ, რომ ასე ვთქვათ, ახალი მუტირებული ვირუსია, რომელთანაც აქამდე შეხება არ ჰქონია ადამიანს და არც ზუსტი პროტოკოლები არსებობს! სიკვდილის მაჩვენებელი ჩვეულებრივი გრიპის ტიპის ვირუსებთან შედარებით მაღალი აქვს, თან უფრო ადვილად ვრცელდება! ზუსტად ვერავინ გეტყვით ახლა, შეიძლება ამანაც SARS-ივით ისე ჩაიაროს, არავის ახსოვდეს, თუმცა უფრო დიდი ალბათობით რაღაც ფორმით დარჩება. უბრალოდ, მკურნალობა უკეთესი იქნება და გამოსავალიც, ვაქცინაც ექნებათ!

 

 

 

ქვეყნის დასასრული ნამდვილად არ არის და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმეს გამხნევება მსურს! რაც არის რეალობა, იმას მოგახსენებთ! რაც წესებია, ყველამ დავიცვათ და საქართველოში რასაც ვხედავ, ძალიან ზომიერად კეთდება ყველაფერი! აუცილებელია პირადი ჰიგიენის მკაცრად დაცვა, მოგზაურობისგან თავის შეკავება სარისკო ქვეყნებში, ის ჯაჭვი რომ გაწყდეს, სადაც ინფექციის გადადება ხდება. საქართველოში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და თბილი ამინდების მოახლოებაც ბევრის იმედს იძლევა!

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი