logo_geo
მოიკითხე ახლობელი 7 და იყავი კარანტინში მშვიდი
- +

20 მარტი. 2020. 02:47

 

 

გაახარეთ თქვენი მოკითხვით მონატრებული ახლობლები...

 

 

ადამიანთა უმეტესობას სამსახურის ან სხვა მიზეზის გამო, ოჯახისაგან შორს ყოფნა უწევს. თავის მხრივ, ყოველდღიური დატვირთული ცხოვრების რეჟიმი საყვარელ ადამიანებთან ხშირი კონტაქტის საშუალებას არ გვაძლევს.  ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, ბევრი ჩვენგანი სახლიდან გასვლას ერიდება, ან სულაც თვითიზოლაციაში იმყოფება. გამოიყენეთ ეს გარემოება, რათა მოიკითხოთ საყვარელი ადამიანები.

 

 

  1. დედა

 

 

პირველ რიგში დაურეკეთ დედას. უთხარით თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დაამშვიდეთ და აგრძნობინეთ, რომ მისი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის. დედა, ხომ ყველაზე დიდი ყურადღებით გამოირჩევა შვილების მიმართ, განსაკუთრებით კი ქართველი დედები. მათთვის ჩვენ ყოველთვის პატარა შვილები ვიქნებით, რომლებზეც მუდამ უნდა იზრუნონ.

 

  

 

  1. მამა

 

 

სტანდარტული გაგებით, ოჯახში მამა მუდმივად ტელევიზორთან მჯდომი პირია. მართლაც ასე რომ იყოს, ყველაზე ხშირად ხომ ის ეკითხება დედას სად ვართ, როგორ ვართ, რას ვაკეთებთ? დიახ, ერთი შეხედვით თითქოს „უყურადღებო“ მამები, ყოველთვის საქმის კურსში არიან. დაურეკეთ, მოიკითხეთ.  როგორც წესი თქვენი საუბარი რამდენიმე წამს გაგრძელდება, მაგრამ ამით, მათ ძალიან გაახარებთ.

 

 

 

  1. შეყვარებული

 

 

ალბათ ის ერთ-ერთი პირველი იყო ვისაც დეტალურად გააცანით თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა. ახლაც ხაზზეა? კარგი, ხელს აღარ შეგიშლით.

 

 

  1. ბებია და ბაბუა

 

 

თვითიზოლაციისას, აუცილებლად გამონახეთ რამდენიმე წუთი და მოიკითხეთ ბებია-ბაბუა. მათ ხომ ყველაზე მეტად შვილიშვილებთან კონტაქტი და კომუნიკაცია ახარებთ.

 

 

  1. და-ძმა

 

 

ყოველდღიური რუტინისა და გადატვირთულობის გამო, ხშირად გვერდით ოთახში მყოფ ადამაინებთანაც ვერ ვახერხებთ კონტაქტს.  დედმამიშვილებთან საუბრისთვის ახლა საუკეთესო დროა.

 

 

 

  1. ბიძა, დეიდა, მამიდა, ბიცოლა

 

 

აი, ამ შემთხვევაში შეიძლება უკვე მათ დაგასწრეს და მოგიკითხეს. ბიძამ ალბათ მხოლოდ მოკლეტექსტური შეტყობინებით გაიგო შენი ამბები და მშვიდად არის. დეიდას, მამიდას ან ბიცოლას მინიმუმ 1 საათი სჭირდებათ. მათ ხომ მთელი ინფორმაცია უნდა მოგაწოდონ რაც მოისმინეს, წაიკითხეს და ჭორის დონეზე გაიგონეს უბნის მარკეტსა თუ აფთიაქში. ასე რომ მოემზადეთ.

 

 

 

  1. ნათლია

 

 

ზემოთაღნიშნული რიგი მიზეზების გამო, ადამიანთა უმეტესობას, საკუთარ ნათლიასთან ხშირი კონტაქტი არ აქვს. თვითიზოლაციისას, საკმარისზე მეტრი დრო გაქვთ, რომ ნათლია მოიკითხოთ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი