logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური რეპეტიცია
- +

13 მარტი. 2017. 20:28



„უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე" ნიკოლოზ მჟავანაძე „მარშალპრესის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს. მჟავანაძის განცხადებით, აღნიშნული მოვლენა იყო მზადება - „გენერალური რეპეტიცია" თბილისში არეულობის მოსაწყობად.


„ეს იყო კარგად ორგანიზებული აქცია, არეულობა, ამ ყველაფრის უკან იდგა „ნაციონალური მოძრაობა", რადგან დაიწყო თუ არა არეულობა მხარდაჭერა გამოუცხადეს ნიკა მელიამ, გიორგი ბარამიძემ და „ნაციონალების" სხვა ლიდერებმა. ამას გარდა „თავისუფალი ზონის" წევრმა იქვე ულტიმატუმებიც კი წამოაყენა. ამდენი მოლოტოვის კოქტეილის გამოჩენა აქციის მონაწილეთა ხელში, ასე სპონტანურად არ ხდება, ეს ყველაფერი იყო კარგად ორგანიზებული.

 

ვფიქრობ, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის" გენერალური რეპეტიცია, რაც უნდა განხორციელდეს თბილისში. თქვენ გახსოვთ, უკრაინაშიც ასეთი დაძაბული სიტუაცია იყო, პოლიციის დარბევები, შემდეგ როგორ გამწვავდა სიტუაცია, აქაც გარკევეულწილად დატესტვა მოხდა სამართალდამცავი სტრუქტურებისა და ხელისუფლების. მე ვფიქრობ, ისინი უახლოეს პერიოდში უფრო უარეს ფორმებში თბილისში შემოგვთავაზებენ მსგავსი ტიპის არეულობას. ვხედავთ, რომ პროცესები ნელ-ნელა მიდის სახელმწიფო გადატრიალებისკენ.

 

ასევე მინდა აღვნიშნო ერთი რამ, როდესაც „რუსთავი 2"-მა სარჩელი გააგზავნა სტრასბურგში, იქ ეწერა, რომ ხალხი ქუჩაში გამოვა და სისხლი დაიღვრებაო. ჩვენ მართლაც ვიხილეთ, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდა, მაგრამ (პოლიციის სასიკეთოდ უნდა ითქვას რომ) სისხლი არ დაიღვარა, მავანთ სწორედ ეს უნდოდათ და შემდეგ ამაზე აპელირება გაეკეთებინათ. ამიტომაც ელოდნენ „ნაც.მოძრაობის" ლიდერები რუსთაველზე მოვლენების იმგვარ განვითარებას, როგორიც მათ აწყობდათ, ანუ სისხლისღვრა, რომელსაც სათავისოდ ააგორებდნენ.

 

ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ უმკაცრესად უნდა იქნენ დასჯილი, პასუხისგებაში მიცემული „ნაც.მოძრაობის" ლიდერები, რადგან ყველა კვალი მათკენ მიდის. ეს ყველაფერი მათ ხელწერას ჰგავს. „ნაც.მოძრაობის" პოლიტიკური იარაღი ჯოხი და ქვაა.

 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ სახელმწიფო გადატრიალებისთან. ბევრი ამბობს, რა კარგია ყველაფერი ასე კარგად რომ დამთავრდაო, ხვალ და ზეგ იგივე თუ თბილისში განმეორდა, ასე კარგად შეიძლება აღარ დამთავრდეს ყველაფერი. ასევე „რუსთავი 2"- რომელმაც აქციის დროს და მის შემდეგ პროცესები ასე გააღვივა მათაც უნდა მოეკითხოთ. კარგად გვახსოვს სააკაშვილი გვარამიას, როგორ დაკვეთას აძლევდა. ამიტომ ვამბობ, რომ უნდა დადგინდეს ვინ იყო ამ არეულობის ორგანიზატორი და ყველა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს", - აცხადებს მჟავანაძე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი