logo_geo
„თბილისის მიკროავტობუსის“ თანამშრომლებს ფინანსური ზარალი აუნაზღაურდებათ
- +

20 მარტი. 2020. 15:58

 

 

„თბილისის მიკროავტობუსი“ კომპანიაში დასაქმებული პირებისთვის ფინანსური ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

„კომპანიის ხელმძღვანელობასა და თბილისის მერიას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, „თბილისის მიკროავტობუსში“ დასაქმებული პირებისთვის მინიმალური ფინანსური მხარდაჭერის გზების გამონახვის საკითხებზე. დედაქალაქის მერიის სრული მხარდაჭერით, რომელიც ცდილობს, უმოკლეს დროში გამოინახოს გამოსავალი, რომ მოხდეს მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურება „თბილისის მიკროავტობუსის“ მხრიდან. ყველა თანამშრომელი იქნება ინფორმირებული მოლაპარაკების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი