logo_geo
კორონავირუსის გამო რაგბიში 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი გაუქმდა
- +

20 მარტი. 2020. 22:35

 

 

მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით კორონავირუსის პანდემიის გამო, 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში, რომელიც იტალიაში 28 ივნისიდან 18 ივლისამდე პერიოდში უნდა გამართულიყო გაუქმდა.

 

თამაშები ძირითადად ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში: ვერონაში, ვინაიდანაც და კავისანოში უნდა გამართულიყო, ანუ იქ სადაც ვირუსი ყველაზე მეტადაა გავრცელებული. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ბოლო პერიოდამდე განიხილებოდა ჩემპიონატის სხვა ქვეყანაში გადატანის შესაძლებლობა, თუმცა ისევ და ისევ კორონავირუსის გამო ვერც ეს მოხერხდა. ჩემპიონატში მონაწილეობა რიგით მეხუთედ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსაც უნდა მიეღო.

 

იტალია კორონა ვირუსმა სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მეტად დააზარალა. სიკვდილიანობის მსოფლიო საშუალოზე 2-ჯერ მაღალი კოეფიციენტის გამო, გარდაცვლილთა რიცხვმა 19 მარტს ჩინეთის მაჩვენებელს გადააჭარბა და 3405-ს მიაღწია.

 

კორონავირუსის გამო ასევე გაურკვეველი ვადით გადაიდო ევროპის ქვეყნების შიდა ჩემპიონატები, 1 წლით გადაიდო ევროპის ჩემპიონატი და ამ დრომდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ტოკიოს XXXII ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩატარების შესაძლებლობა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი