logo_geo
სურსათის მართვის შტაბის უფროსი: ჰიგიენის წესების დაცვა ხელს არ უშლის რწმენას
- +

21 მარტი. 2020. 01:19

 

 

სურსათის მარაგებისა და ფასის მონიტორინგის შტაბის უფროსის, პროფესიით ეპიდემიოლოგ თენგიზ კალანდაძის განცხადებით, არ ეთანხმება ეკლესიის მოსაზრებას იმაზე, რომ საეკლესიო ღვთისმსახურებისას ვირუსის გავრცელების რისკი არ არის. მისი თქმით, ადამიანების სიმჭიდროვე საფრთხისშემცველია და დაუშვებელია ერთი კოვზის რამდენიმე პირის მიერ გამოყენება.

 

"ვთხოვ ყველას, როგორც მოსახლეობას, ასევე, ეკლესიას ნუ ჩავყრით წყალში ჩვენი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების თავდადებულ შრომას და ნუ მივცემთ საშუალებას, რომ ვირუსი გავრცელდეს ეკლესიიდან", — განაცხადა მან TV - პირველის ეთერში.

 

კალანდაძე აცხადებს, რომ ჰიგიენური წესების დაცვა ხელს არ უშლის რწმენას და გულით ლოცვა სახლშიცაა შესაძლებელი.

 

"რატომ არ ამბობენ ამას არ ვიცი, ეტყობა ერიდებიან და ეს გასაგებია, მაგრამ მე პირდაპირ გეტყვით: დიახ, ეს საშიშია... ძალიან მარტივად ვიტყვი, როგორც სპეციალისტი, რომ ჰიგიენური წესების დაცვა ხელს არ უშლის რწმენას.

 

დღეს ჩვენ გავდივართ დანის პირზე, მაქსიმალურად შენარჩუნებულია ეს ჩვენი ექიმების ძალისხმევით და პროფესიონალიზმით და ვთხოვ ყველას, ერთობლივად მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომ ბოლომდე გავიდეთ გამარჯვებით.

 

რწმენა თუ გაქვს ძალიან კარგია და შესანიშნავია, სახლში ვილოცოთ დროებით, რამე მნიშვნელობა აქვს ამას? ზიარების პროცედურები გასაგებია, მაგრამ რწმენით ვილოცოთ სახლში, გულით გვიყვარდეს უფალი", — განაცხადა მან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი